მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხარისხი კარგია, თუმცა უხვმა ნალექმა აღების პროცესი შეაფერხა - Walnuts.ge კაკლის მოსავალზე
ხარისხი კარგია, თუმცა უხვმა ნალექმა აღების პროცესი შეაფერხა - Walnuts.ge კაკლის მოსავალზე

ხარისხი კარგია, თუმცა უხვმა ნალექმა აღების პროცესი შეაფერხა - Walnuts.ge კაკლის მოსავალზე

BM.GE15 ნოემბერი, 2026, 22:00|bm.ge

საქართველოში კაკლის მოსავლის აღების პროცესი უხვი ნალექისა და გაუარესებული კლიმატური პირობების გამო შეფერხდა. როგორც კომპანია Walnuts.ge-ს დირექტორმა დავით ბუხნიკაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, წვიმიანმა ამინდებმა განსაკუთრებით გაართულა იმ ბაღებში მუშაობა, სადაც მოსავლის ასაღებად მძიმე ტექნიკა გამოიყენება.

მისი ინფორმაციით, სეზონი თავდაპირველად ხელსაყრელად დაიწყო, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამინდის გაუარესებამ მოსავლის აღება შეაფერხა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის კაკლის ხარისხი მაღალია.

„წლევანდელი წელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ცოტა რთული იყო, რამაც მოსავლის აღების დაგვიანება გამოიწვია. ხარისხი ძალიან კარგია, თუმცა ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება მოსავლის დროულად აღება და კაკლის დაბინავება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცუდი ამინდები იყო. ბევრი ნალექის გამო ინდუსტრიულად, მძიმე ტექნიკის საშუალებით მოსავლის აღება შეფერხებულია. სეზონი თავიდან ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა ამინდის გაუარესებამ როგორც ჩვენ, ისე სხვა ბაღებსაც პრობლემები შეუქმნა“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, მოსავლის დროულად აღებასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი სათანადო პირობებში გადამუშავებაც, რადგან ეს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე პირდაპირ აისახება. ის აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში გადამმუშავებელი საწარმოების სიმძლავრეები საკმარისი არ არის.

„მეორე პრობლემა გადმმუშავებელი სიმძლავრეების დეფიციტია საქართველოში, რაც ყველა ფერმერისთვის მნიშვნელოვანია. კაკლის დროულად აღება და დაბინავება ხარისხის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პროცესია. სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს საბოლოო პროდუქტის ხარისხს“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება რეალიზაციას, ბუხნიკაშვილის შეფასებით, მაღალი ხარისხის ქართულ კაკალზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე კვლავ მაღალია. მისი თქმით, Walnuts.ge-ს წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 95% საქართველოში იყიდება, ხოლო იმპორტის შემცირება ქვეყანაში ადგილობრივი ბაღების მსხმოიარობაში შესვლას უკავშირდება.

„ჩვენს შემთხვევაში კაკლის რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ დგას. მაღალი ხარისხის კაკალზე მოთხოვნა ყოველთვის არის. ძირითადად, 95%-ით ქართულ ბაზარს ვამარაგებთ. იმპორტის შემცირება კი იმით არის გამოწვეული, რომ ბევრი ბაღი უკვე შევიდა მსხმოიარობაში და ფერმერებმა ხარისხიანი კაკლის მიღება ვისწავლეთ. საქართველოს ბაზარი ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა“, - ამბობს დავით ბუხნიკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს კაკლისა და ნუშის ბაზარზე ფასების მცირედი ზრდა შეინიშნება, თუმცა მკვეთრი ცვლილება ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდაფორმულა
  • ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია - ღარიბაშვილიტვ პირველი
  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE