
ხელფასების ზრდას ფეოდალური და ექსკლუზიური ხასიათი აქვს - ნიკოლოზ ალავიძე
ხელფასები იზრდება, მაგრამ ეს ზრდა არათანაბარია და მოსახლეობის რეალურ ეკონომიკურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს - ასე აფასებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნიკოლოზ ალავიძე.
„გამოქვეყნებული სახელფასო მონაცემები, რითაც ქართული ოცნების მთავრობა თავს იწონებს, ეს მხოლოდ სტატისტიკური სიმართლეა. ხელფასები იზრდება და უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ეს კონკრეტული რიცხვები ასახავს იმ რეალობას, რომელიც დამაზიანებელია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
მედიანური ხელფასი ცოტა უკეთესი აღწერაა, უფრო ადეკვატური, მაგრამ თუ შევხედავთ ორივეს ზრდას, ეკონომიკის ზრდას და მათ კორელაციას, მედიანურიც კი არ იზრდება ეკონომიკურ ზრდასთან შესაბამისობაში, რაც გამომდინარეობს, ამ ზრდის ფეოდალური და ექსკლუზიური ხასიათიდან, ეს კი ძალიან მავნე პრაქტიკაა“. - ამბობს ალავიძე bm.ge-სთან ინტერვიუში.
ინფორმაციისთვის, საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების საშუალო და მედიანური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემებში ვკითულობთ, რომ 2025 წელს ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 2 165.2 ლარს შეადგენდა, მედიანური ხელფასის ოდენობა კი მხოლოდ 1531 ლარს, რაც საშუალო ხელფასზე 29%-ით ნაკლებია.
BM.GE
წყარო: bm.ge