ორიგინალი
„ხიზილალა თევზის სახლიდან“ ბრუნვა 30%-ით გაიზარდა - როგორია მოთხოვნა თევზსა და ზღვის პროდუქტებზე
BM.GE·23:55

„ხიზილალა თევზის სახლიდან“ ბრუნვა 30%-ით გაიზარდა - როგორია მოთხოვნა თევზსა და ზღვის პროდუქტებზე

24 ნოემბერი, 2026 · 23:55

თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ხიზილალა თევზის სახლიდან“ ბრუნვა მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა.

დადიანიძე ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ზრდის მაჩვენებელი კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულების ერთობლივ შედეგს ასახავს, ხოლო ცალკეული სეგმენტების მონაცემები წლის ბოლოს შეჯამდება.

„წლიურ ჭრილში 30-35%-იანი ზრდა გვექნება, თუმცა ეს მთლიანად კომპანიას ეხება - ჩვენს წარმოებას, რესტორანსა და თევზსაშენებს ერთობლივად. ამ ეტაპზე ცალკეული მიმართულებების მიხედვით ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით, მაგრამ ბრუნვები დაახლოებით 30%-ით გაზრდილია“, - აცხადებს ალექსანდრე დადიანიძე.

კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სარესტორნო ბიზნესია. თანადამფუძნებლის ინფორმაციით, გორში მდებარე რესტორანი განსაკუთრებით შაბათ-კვირას მაღალი დატვირთვით მუშაობს და წინასწარი ჯავშნის გარეშე მომხმარებლებისთვის ადგილების მოძიება რთულია.

„ჩვენი რესტორანი ძალიან დატვირთულია. შაბათ-კვირას წინასწარი დაჯავშნის გარეშე ფიზიკურად ვერ მოხვდებით. ჩვენი სტუმრების დაახლოებით 80% საქართველოს მოქალაქეა, 20% კი ტურისტი. გვყავს სტუმრები ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან, რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან, ასევე იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან“, - აღნიშნავს დადიანიძე და დასძენს, რომ კომპანია ადამიანური რესურსების ზრდასაც აგრძელებს.

მისი თქმით, წელს თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 15-ით გაიზარდა და ამჟამად „ქართულ ხიზილალაში“ ჯამურად 120 ადამიანია დასაქმებული. ის აღნიშნავს, რომ კადრების დამატების საჭიროება, მათ შორის, თევზსაშენი მეურნეობების განახლებისა და ახალი საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.

„სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. თევზსაშენში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, მეურნეობა ევროპული ტექნოლოგიებით ახლდება. ასევე ვაწყობთ დამხმარე სალიფსიტე მეურნეობებს, რომელთაგან ორი უკვე გაკეთებულია. შესაბამისად, კადრებსაც ვიმატებთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, „ხიზილალა თევზის სახლიდან“ გორის რაიონში ორ თევზსაშენ მეურნეობას 20 წელზე მეტია მართავს და ამჟამად დაახლოებით 50 სახეობის თევზის პროდუქტს აწარმოებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ხიზილალა თევზის სახლიდან“ ბრუნვა 30%-ით გაიზარდა - როგორია მოთხოვნა თევზსა და ზღვის პროდუქტებზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.