მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კლინკერის წარმოება, ცემენტის დაფქვის ახალი ხაზი - „ჰანიველ ცემენტი“ კასპში $70 მლნ-იან პროექტს იწყებს
კლინკერის წარმოება, ცემენტის დაფქვის ახალი ხაზი - „ჰანიველ ცემენტი“ კასპში $70 მლნ-იან პროექტს იწყებს

კლინკერის წარმოება, ცემენტის დაფქვის ახალი ხაზი - „ჰანიველ ცემენტი“ კასპში $70 მლნ-იან პროექტს იწყებს

BM.GE15 მაისი, 2026, 18:18|bm.ge

“ჰანიველ ცემენტი“ კასპში, 70 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის სიმბოლური ჩადების ღონისძიება დღეს გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდნენ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული ინვესტიციით კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

„ჰანიველ ცემენტი“ აგრძელებს თანამედროვე, ეფექტიანი და მდგრადი წარმოების განვითარებას, რითაც აქტიური წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში" - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს:

• საწარმოო სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას და მსხვილი ინფრასტრუქტურული თუ დეველოპერული პროექტების შეუფერხებელ მომარაგებას; • ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას; • ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

"პროექტის ფარგლებში, კლინკერის დღიური წარმადობა 1,200 ტონით გაიზრდება. ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც ნაწილობრივ არსებულ ინფრასტრუქტურასაც გამოიყენებს, უზრუნველყოფს კლინკერის წლიური წარმოების 400,000 ტონით ზრდას.შედეგად, კლინკერის წლიური წარმოება ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს.

პარალელურად, კომპანია აშენებს ცემენტის დაფქვის ახალ, თანამედროვე ხაზს, რომლის წარმადობაც საათში 70 ტონა იქნება. იგი სრულად ინტეგრირდება საწარმოს არსებულ ინფრასტრუქტურაში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების მყარ გარანტიას შექმნის", - ნათქვამია "ჰანიველ ცემენტის" გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს. საწარმო აღიჭურვება:

• თანამედროვე მტვერდამჭერი სისტემებით; • ტექნიკური წყლის ჩაკეტილი ცირკულაციის ქსელით; • სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურით.

"ყველა ეს კომპონენტი სრულ შესაბამისობაში იქნება როგორც ადგილობრივ ნორმებთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის - შიდა გზების, საინჟინრო ქსელებისა და სამუშაო სივრცეების გაუმჯობესებას" - აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE