მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძის თქმით, მშობლებთან შეხვედრაზე დიუშენის მედიკამენტებზე შეჯერდნენ, რომლის შესყიდვაზე მუშაობაც დაიწყება
კობახიძის თქმით, მშობლებთან შეხვედრაზე დიუშენის მედიკამენტებზე შეჯერდნენ, რომლის შესყიდვაზე მუშაობაც დაიწყება

კობახიძის თქმით, მშობლებთან შეხვედრაზე დიუშენის მედიკამენტებზე შეჯერდნენ, რომლის შესყიდვაზე მუშაობაც დაიწყება

BM.GE4 ივნისი, 2026, 21:12|bm.ge

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც [დიუშენის] მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს 4 ივნისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მშობლებმა, რომლებიც თითქმის ორი თვეა კანცელარიასთან ღამეს მორიგეობით ათენებენ თქვეს, რომ ეს არის ბავშვების გამარჯვება და მედიკამენტები საქართველოში თვე ნახევრიდან ორი თვის ვადაში იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

BM.GE