
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
Eagle Hills (არაბთა გაერთიანებული საამიროები) საერთაშორისო პორტფელს ზრდის. ლანდშაფტსა და ცხოვრების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული მორიგი პროექტი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ ეკოლოგიურ გარემოში აშენდება.
აბუ-დაბიში დაფუძნებულმა უძრავი ქონების დეველოპერულმა და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-მა, მონტენეგროში შასის ტბის სანაპიროზე დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსის- ŠAS Heights მშენებლობის შესახებ 14 მაისს გამოაცხადა.
პროექტი მონტენეგროს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და დაცულ რეგიონში განხორციელდება. Eagle Hills-ს სხვა პროექტების მსგავსად, ŠAS Heights ლანდშაფტთან ინტეგრირებული პროექტია.
კომპანიის განვითარების ფილოსოფია გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებისა და კეთილდღეობის შექმნას ეფუძნება. პროექტის მიზნია, სტუმარ-მასპინძლობის, საცხოვრებელი გარემოსა და გარემოსდაცვითი ბალანსის შექმნა დაბალი სიმჭიდროვის გენერალური გეგმის ფარგლებში, რაც სიმყუდროვესა და ბუნებასთან კავშირს უზრუნველყოფს.
ეს პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს Eagle Hills-ის მზარდ გლობალურ პორტფელს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოიცავს: 100 000-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს; 50-ზე მეტ სასტუმროს და 10000-ზე მეტ სასტუმრო ნომერს; 6 სავაჭრო ცენტრს.
ŠAS Heights გააერთიანებს სტუმარ-მასპინძლობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი სილამაზით გამორჩეულ გარემოში.
ბუნებისა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შერწყმაზე დაფუძნებული პროექტი
როგორც სრულყოფილი დანიშნულების ადგილი, ŠAS Heights მოიცავს: მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსს; კერძო ვილებს; სერვისულ აპარტამენტებსა და ველნესს.