მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომპანია Rentals-ი გერმანიაში უძრავი ქონების გაყიდვებს იწყებს - ზურაბ ერისთავი
კომპანია Rentals-ი გერმანიაში უძრავი ქონების გაყიდვებს იწყებს - ზურაბ ერისთავი

კომპანია Rentals-ი გერმანიაში უძრავი ქონების გაყიდვებს იწყებს - ზურაბ ერისთავი

BM.GE11 ივნისი, 2026, 19:42|bm.ge

კომპანიას Rentals-ი გერმანიაში უძრავი ქონების გაყიდვებს იწყებს. ინფორმაცია Facebook-ის პირად გვერდზე კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ერისთავმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში Rentals-ი სხვა უძრავი ქონების გაყიდვების დაწყებას სხვა ევროპულ ქვეყნებშიც განიხილავს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ. "რენტალსი" იწყებს უძრავი ქონების გაყიდვებს გერმანიაში. ცხადია, ეს მხოლოდ დასაწყისია. ქვეყნების გეოგრაფია თანდათან გაფართოვდება.

მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანაში, ეს პროცესი სხვადასხვა დროსთან და ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული.

ამიტომ, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, ვიყავით გერმანიაში, გავერკვიეთ უძრავი ქონების შეძენის პროცედურაში.

ჩვენი გერმანელი პარტნიორების დახმარებით, შეგვიძლია საქართველოს მოქალაქეებს დაგეხმაროთ უძრავი ქონების შეძენაში გერმანიაში (კერძოდ, ბერლინსა და მის მიმდებარედ)“, - წერია პოსტში.

ქართული უძრავი ქონების კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, BM.GE ზურაბ ერისთავს მიმართა. ის აღნიშნავს, რომ გერმანიაში უძრავი ქონების შეძენის პროცედურები საქართველოსგან განსხვავებულია და კომპანიის მიზანიც პროცესების გამარტივებაა. „ჩვენ ამას ვეძახით, რომ გზამკვლევი გავაკეთეთ“, - აღნიშნავს Rentals-ის მმართველი პარტნიორი.

„ჩვენ რამდენიმე სანდო აგენტი გვყავს და რაღაცა კონკრეტული მიმართულების უძრავი ქონებები შეგვიძლია შევთავაზოთ. დავაკვირდებით რა ინტერესი, მოთხოვნა იქნება, მივხვდეთ, რა სიღრმის არის ეს მოთხოვნა და ამის შემდეგ საზღვარგარეთ გაფართოების მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს გადავდგამთ.

მანამდე კი ველაპარაკეთ ბანკებს და ხუთი მიმართულება, სადაც სავარაუდოდ ქართველებს უძრავი ქონების შეძენის ყველაზე მეტი ინტერესი ექნებათ. კომერციული ინტერესიდან გამომდინარე ჯერ ეს ხუთი მიმართულება რომელია ვერ ვიტყვი.

ამ ეტაპზე გერმანიაში რამდენიმე საინტერესო სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ - გვაქვს არსებული უძრავი ქონება, გვაქვს მშენებარე უძრავი ქონება, გაქირავების პერსპექტივით და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება გვაქვს სხვადასხვა ტიპის მოთხოვნისთვის, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ“, - აღნიშნა ზურაბ ერისთავმა.

Rentals-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ გერმანიის მიმართულებით გაყიდვებზე მათი უძრავი ქონების აგენტი თამრიკო ხოტივარი გერმანიაში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

BM.GE

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

BM.GE

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

BM.GE

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

BM.GE