მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრების აშშ-დან გატანას შეეცდებიან, კოლოსალურ სანქციებს დავუწესებთ - ტრამპი
კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრების აშშ-დან გატანას შეეცდებიან, კოლოსალურ სანქციებს დავუწესებთ - ტრამპი

კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრების აშშ-დან გატანას შეეცდებიან, კოლოსალურ სანქციებს დავუწესებთ - ტრამპი

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 15:48|bm.ge

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის "კოლოსალურ სანქციებსა და ჯარიმებს" დაუწესებს იმ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრებს აშშ-ის საზღვრებს გარეთ ააშენებენ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ გეგმის შესახებ ჯერ საკუთარი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც არ გაუფრთხილებია.

თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს ამერიკული კომპანიების მიერ აშენებული მონაცემთა ცენტრები აშშ-ის ტერიტორიაზე დარჩეს.

"ჩვენ არ დავუშვებთ მონაცემთა ცენტრების სხვა ქვეყნებში გატანას, რადგან მათ ყველას ჩინეთი ჩაიგდებს ხელში, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ. იმ კომპანიებს, რომლებიც ამის გაკეთებას შეეცდებიან, კოლოსალურ სანქციებს დავუწესებთ", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამერიკელები მონაცემთა ცენტრების მშენებლობას უნდა მიესალმონ. მან ადგილობრივ თემებს მოუწოდა, დეველოპერებისგან გარკვეული სარგებელი მიიღონ: "თქვენ უნდა ისარგებლოთ მონაცემთა ცენტრებით. აიძულეთ ისინი, რომ გადაგიხადონ თქვენ, გადაუხადონ თქვენს თემს, მაგრამ ხელი არ შეუშალოთ მათ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ეს ცენტრები აქ ააშენონ".

მანამდე, ორშაბათს ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი წესები შემოიღო, რაც ამერიკულ მოწინავე კომპიუტერულ ჩიპებსა და სერვერებზე დისტანციურ წვდომას ზღუდავს. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ჩინეთისთვის შესაძლებლობების შეზღუდვას, ხელოვნური ინტელექტის მოდელების მოსამზადებლად ამერიკული ჩიპები გამოიყენოს - თუმცა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ბოლო ექვს თვეში ჩინეთში თითქმის 900 000 AI ჩიპის გაყიდვა დაამტკიცა.

ჩინეთის მიერ კომპანია Nvidia-ს მოწინავე ჩიპების შეძენის საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი გაათავისუფლეს ქალთან ურთიერთობის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპი თავად არის Nvidia-ს ინვესტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ უწოდა, ზელენსკიმ კი კითხვის პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩაფორმულა
  • ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცესრუსთავი 2
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

BM.GE

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

BM.GE