მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს
კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 22:20|bm.ge

17-18 ნოემბრის ღამეს რუსეთის სამხრეთით, კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკისა და აფიპსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს დრონებით შეუტიეს.

უკრაინული მონიტორინგის Telegram-არხ Exilenova+-ის ცნობით, დარტყმა ორივე ობიექტზე განხორციელდა, მთლიანობაში კრასნოდარის მხარეზე კი იერიში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

რუსული გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, შეტევას, რომელიც 04:40 საათზე დაიწყო, ქარხნების მიმდებარედ აფეთქებები და საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოქმედება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე შეტევები უკრაინის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია. ამ ნაბიჯებით კიევი რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდების შეფერხებასა და ომის დასაფინანსებელი შემოსავლების შემცირებას ცდილობს.

რაც შეეხება თავად ობიექტებს, კრასნოდარის მხარის სევერსკის რაიონში მდებარე ორივე საწარმო სამხრეთ რუსეთის უმსხვილეს ნავთობქარხნებს შორისაა. კერძოდ, აფიპსკის ქარხნის წლიური სიმძლავრე დაახლოებით 6.25 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს, ილსკის ქარხნისა კი - 6.6 მილიონ ტონას.

ამ ორ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევები აქამდეც არაერთხელ განხორციელდა. კერძოდ, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ილსკის ქარხნის გადასამუშავებელ დანადგარებსა და ბენზინის საწარმოო კომპლექსს ბოლოს 16 ნოემბერს დაარტყეს, აფიპსკის ქარხანაზე კი იერიში 6 ნოემბერს მიიტანეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარეს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნებაფორმულა
  • კობახიძემ ჯერ არ იცის, სად შეხვდება მისი სპეცწარმომადგენელი რუსულ მხარესტვ პირველი
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
მხარეს →

მსგავსი სტატიები

Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

BM.GE

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

BM.GE

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

BM.GE

უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

BM.GE