მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, "ლამარიას" ტერიტორიაზე კელიების მშენებლობაზე ნებართვა არაა გაცემული
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, "ლამარიას" ტერიტორიაზე კელიების მშენებლობაზე ნებართვა არაა გაცემული

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, "ლამარიას" ტერიტორიაზე კელიების მშენებლობაზე ნებართვა არაა გაცემული

BM.GE9 ივლისი, 2026, 14:02|bm.ge

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

აღნიშნულის შესახებ სააგენტომ მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც "ჩაიხანამ" გაავრცელა ინფორმაცია მიმდინარე მშენებლობის შესახებ.

"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება", - წერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ფოტო: ჩაიხანა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

BM.GE

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

მთავრობამ რამდენიმე ჰესის მშენებლობისთვის კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები მოიწონა

BM.GE

მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

მაკრონი ახალი შეიარაღების მიწოდების დაჩქარებას დაგვპირდა - ზელენსკი

BM.GE

პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"

BM.GE