მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 00:00|bm.ge

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6039 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა 4.64 თეთრით გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულებამ 2.9257 ლარი შეადგინა. ლარი გირვანქა სტერლინგთან 1.51 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.4392 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, უკრაინულ გრივნასთან და აზერბაიჯანულ მანათთან, თუმცა გაუფასურდა რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოს ექსპორტი $752 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 149 მილიონი დოლარით, ანუ 24.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.55 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ის 295 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 87%-იან ვარდნას უკავშირდება, რადგანაც რუსეთიდან გზავნილების მთავარმა სისტემამ Zolotaya Korona-მ აგვისტოში საქართველოში ოპერირება სრულად შეწყვიტა.

ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი) 1 აშშ დოლარი 2.6039 0.41 1 ევრო 2.9257 4.64 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.4392 1.51 1 თურქული ლირა 0.053 0.03 100 რუსული რუბლი 3.1209 -2.72 1000 სომხური დრამი 7.1762 -0.41 1 აზერბაიჯანული მანათი 1.532 0.23 10 უკრაინული გრივნა 0.5787 0.37 10 ჩინური იუანი 3.8827 0.21 100 იაპონური იენი 1.6518 0.11

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ ითხოვს ნიუ-მექსიკო მოსამართლისაგან Meta-სთვის $40-მილიარდიანი ჯარიმის დაკისრებას

რატომ ითხოვს ნიუ-მექსიკო მოსამართლისაგან Meta-სთვის $40-მილიარდიანი ჯარიმის დაკისრებას

BM.GE

ხორბალზე ბაჟის დაწესებით რუსული ფქვილის იმპორტის გააქტიურების რისკია - “ბარაქა”

ხორბალზე ბაჟის დაწესებით რუსული ფქვილის იმპორტის გააქტიურების რისკია - “ბარაქა”

BM.GE

"სამწუხაროდ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არ არიან" - Tbilisi Balneological SPA Resort-ის დატვირთვა 8%-ით შემცირდა

"სამწუხაროდ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არ არიან" - Tbilisi Balneological SPA Resort-ის დატვირთვა 8%-ით შემცირდა

BM.GE

გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

BM.GE