მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების გაჭიანურებული გაფორმება ქართველ მძღოლებს შუამავლებთან გარიგებისკენ უბიძგებს - TCRC
ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების გაჭიანურებული გაფორმება ქართველ მძღოლებს შუამავლებთან გარიგებისკენ უბიძგებს - TCRC

ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების გაჭიანურებული გაფორმება ქართველ მძღოლებს შუამავლებთან გარიგებისკენ უბიძგებს - TCRC

BM.GE13 მაისი, 2026, 13:01|bm.ge

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) ინფორმაციით, ზემო ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების მიერ გაჭიანურებული საბუთების გაფორმება ქართველ მძღოლებს ე.წ. შუამავლებთან გარიგებისკენ და არაოფიციალური თანხის გადახდისკენ უბიძგებს.

ორგანიზაციაში აღწერენ პრობლების არსს და მიიჩნევენ, რომ მის მოსაგვარებლად, შესაძლებელია აპრობირებული მეთოდის გამოყენება, კერძოდ გასაფორმებელი დოკუმენტაციის დაუბრკოლებლად ჩაბარების შემდეგ, მძღოლის საკონტაქტოს მონიშვნა და გაფორმების დასრულების შემდეგ მძღოლის გამოძახება და დოკუმენტების გადაცემა.

"საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა კავშირის IRU-ს გენერალური მდივნის, უმბერტო დე პრეტოს განცხადებით, რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს, სახელმწიფოებს შორის საქონელბრუნვის ზრდის შედეგად, 2030 წლისთვის გადაზიდვების მოცულობები გასამმაგდება. თუმცა, რეგიონის სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების, ანუ ადმინისტრაციული ბარიერების გაუმჯობესების გარეშე, გადაზიდვების მოთხოვნა მოსალოდნელ ზრდასთან შედარებით 35%-ით შემცირებული იქნება.

IRU-ს გენერალური მდივნის მოსაზრებით, ხშირ შემთხვევაში, საავტომობილო გზების მოწყობაში დაბანდებული ინვესტიციები არაეფექტურადაა მიჩნეული, თუ სატვირთო ავტოტრანსპორტი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დღეების განმავლობაში არის დაყოვნებული.

საზღვარზე ერთი დღით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ფინანსური დანაკარგი შესაძლოა ასობით კილომეტრის გავლილ მანძილს უტოლდებოდეს.

საავტომობილო გადაზიდვებისას ადმინისტრაციული ბარიერების არსებობა, როგორც დროით ფაქტორზე, ასევე გადამზიდავი მძღოლების გაზრდილ ფინანსურ დანახარჯებზე აისახება.

რეგიონში ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის პირობებში, საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმების გაჭიანურებული პროცედურების დასაჩქარებლად, ქართველი გადამზიდავი მძღოლები ზემო ლარსის რუსეთის საბაჟოზე ადგილობრივი სამსახურების განზრახ შენელებული მოქმედების გამო იძულებულნი არიან, მათ მიერ ნომინირებულ ე.წ. ბროკერებთან შევიდნენ ფინანსურ გარიგებაში და დამატებითი ანაზღაურების ხარჯზე მოაგვარონ დოკუმენტების გაფორმების პროცესი.

პროცესის მარტივად წარმოსადგენად, ქართველი მძღოლი, რომელიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაზიდვას ახორციელებს, ყაზბეგის მოსაცდელი პარკიდან გამოსვლის შემდგომ, რუსეთის სასაზღვრო პოსტამდე მისაღწევად, გრძელ და დამღლელ 7-8-საათიან რიგს გადის.

მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის სკანირების პროცესი დასრულდება და სპეციალურ დოკუმენტში, ე.წ. CMR-ში, სათანადო შტამპით აღნიშვნა განხორციელდება, დაღლილი და ღამენათევი მძღოლისთვის იწყება მეორე, უფრო რთული და გაუსაძლისი პროცესი - დოკუმენტების გაფორმება.

დოკუმენტების გაფორმება მოითხოვს მძღოლის მხრიდან კიდევ 7-8-საათიან - რკინის მესრის მიღმა, დამატებით რიგში დგომას.

რუსეთის მხარის ინერტული მუშაობა მძღოლს უბიძგებს, „მიანდოს“დოკუმენტები ე.წ. შუამავალ - ბროკერს და 5000 რუბლის (180 ლარი) სანაცვლოდ დაელოდოს დოკუმენტების გაფორმებას.

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში დოკუმენტების გაფორმების სქემა მარტივია, ე.წ ბროკერი წინასწარ გარიგებაშია სახელმწიფო საბაჟო სამსახურების წარმომადგენლებთან.

ცნობისათვის, სულ ახლახან, ე.წ. ბროკერების მხრიდან არსებული ე.წ “სტავკის” 3000 რუბლიდან 5000 რუბლამდე აწევა განხორციელდა. ბოლოდროიდენლმა არაოფიციალურმა “გაძვირებამ” ქართველ გადამზიდავ მძღოლებზე ნეგატიური რეაქცია იქონია.

ნათელია, რომ რუსეთის საბაჟო სამსახურისთვის დოკუმენტების გაფორმებისათვის ე.წ დამატებითი ფინანსური ანაზღაურება, მძღოლის არჩევანია და მის ნებაყოფლობაზეა დამოკიდებული მაგრამ, გაუსაძლის პირობებში ღამენათევი და დაღლილი მძღოლისთვის, ამ თანხის გადახდა ცალსახად იძულებით ღონისძიებას წარმოადგენს.

მიგვაჩნია, ამ პრობლემის დასარეგულირებლად, შესაძლებელია საქართველოში დიდი ხნის წინათ აპრობირებული მეთოდის გამოყენება, კერძოდ გასაფორმებელი დოკუმენტაციის დაუბრკოლებლად ჩაბარების შემდეგ, მძღოლის საკონტაქტოს მონიშვნა და გაფორმების დასრულების შემდეგ მძღოლის გამოძახება და დოკუმენტების გადაცემა. ეს მეთოდი ჩვენთან დიდი ხანია გამოიყენება და არანაირ ე.წ. შუამავლის ჩართულობას არ მოითხოვს.

ხაზი გვინდა გაუსვათ იმ გარემოებას, რომ გარკვეული პერიოდის უკან, რუსეთის საბაჟო სამსახურმა დადებითად გადაწყვიტა, რუსეთიდან საქართველოში ვლადიკავკაზის შემოსასვლელში უფასო სადგომის მოწყობის და მძღოლების ელექტრონულად, დაჩქარებული და დაუბრკოლებლივი გატარება, ამ პრეცედენტის გათვალისწინებით უპრიანია, რომ ქართველი მძღოლებისათვის ესოდენ მტკივნეული პრობლემის საბუთების გაფორმების მოგვარება, თუნდაც რუსეთთან არსებული შეზღუდული საკომუნიკაციო არხების გამოყენების პირობებშიც - შესაძლებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო გადაზიდვებში ქართველი გადამზიდავი მძღოლის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მათი უფლებების დაცვა ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია აღნიშნული საკითხის სისტემური შესწავლა და რუსეთთან არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ქართველი მძღოლების წინაშე წარმოქმნილი პრობლემის მათთვის სასიკეთოდ მოგვარება",- აღნიშნავენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა

ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა

BM.GE

50%-იანი ქეშბექი City Mall-ში - Bybit Georgia და City Mall-ის კამპანიაში ჩართვა 20 მაისამდეა შესაძლებელი

50%-იანი ქეშბექი City Mall-ში - Bybit Georgia და City Mall-ის კამპანიაში ჩართვა 20 მაისამდეა შესაძლებელი

BM.GE

“ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის

“ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი საბერძნეთში გაემგზავრა - როგორია ეკონომიკური კავშირები?

მარიამ ქვრივიშვილი საბერძნეთში გაემგზავრა - როგორია ეკონომიკური კავშირები?

BM.GE