მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“ ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“ ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“ ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა

BM.GE10 ივნისი, 2026, 01:09|bm.ge

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“-ის გენერალურ დირექტორს, კლემენს კალისა და მმართველ დირექტორს, ჯეიკობ იანგს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებს, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს.

"საუბარი შეეხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საკითხებს, მიმოხილულ იქნა მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მზარდი საერთაშორისო ინტერესი და გამოშვების შედეგები.

ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორების დაინტერესებისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელი ირაკლი კაჭარავა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლიიმედი
  • საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელიატვ პირველი
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →დირექტორი →

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE