
ლიმონი, კიტრი, საზამთრო, უმაღლესი განათლება|ყველაზე გაიაფებული პროდუქტები/სერვისები
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების სწავლის გადასახადი 32.9%-ით შემცირდა - აღნიშნული დაკავშირებულია 2026-2027 სასწავლო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში ჩარიცხულთათვის სწავლის საფასურის გაუქმებასთან.
საქსტატი ინფლაციის კალკულაციისთვის ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლის და მომსახურების ფასებს სწავლობს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად 39.1%-ით ქვეყანაში კიტრის ფასი შემცირდა, მეორე ადგილზეა ქლიავი 38.6%-ით, მესამეზე კი უმაღესი განათლების საფასური 32.9%-ის გაიაფებით.
# პროდუქტი/მომსახურება ფასის წლიური კლება 10 მანდარინი -19.1% 9 სარეცხი მანქანა -19.4% 8 საზამთრო -23.4% 7 ატამი -24.9% 6 ნიორი -27.3% 5 ქალის სვიტერი -29.0% 4 ლიმონი -32.4% 3 უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი -32.9% 2 ქლიავი -38.6% 1 კიტრი -39.1%
რაც შეეხება ყველაზე გაძვირებულ მომსახურებასა და პროდუქციას, მათ შორის პირველ ადგილზეა გაზეთი, რომლის ღირებულებაც 63%-ით არის მომატებული, მეორე ადგილზეა დიზელის საწვავი 54.5%-ის გაძვირებით, მესამეზე კი თვითმფრინავით მგზავრობა 40.2%-ის ფასის ზრდით.
# პროდუქტი/სერვისი ფასის წლიური ზრდა 1 გაზეთი 63.3% 2 დიზელის საწვავი 54.5% 3 თვითმფრინავით მგზავრობა 40.2% 4 ხახვი 36.2% 5 პომიდორი 35.4% 6 ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 31.2% 7 ბენზინი 30.2% 8 ჟურნალი 30.1% 9 ქალის ფეხსაცმლის შეკეთება 29.6% 10 ქალის ზამთრის ფეხსაცმელი 27.5%
BM.GE
წყარო: bm.ge