მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მანქანების რეექსპორტით გაზრდილი ვაჭრობა, მცირე FDI... - როგორია ყირგიზეთთან ეკონომიკური კავშირი?
მანქანების რეექსპორტით გაზრდილი ვაჭრობა, მცირე FDI... - როგორია ყირგიზეთთან ეკონომიკური კავშირი?

მანქანების რეექსპორტით გაზრდილი ვაჭრობა, მცირე FDI... - როგორია ყირგიზეთთან ეკონომიკური კავშირი?

BM.GE12 ივნისი, 2026, 03:55|bm.ge

საქართველოს მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური კომისიის შეხვედრა გაიმართება, სადაც ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში კი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის, გადარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ყირგიზეთი საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს, რაც ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ განაპირობა.

თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ყირგიზეთთან სავაჭრო ბრუნვა 39.4%-ით $273.7 მილიონამდე შემცირდა, რაც ყირგიზეთში ექსპორტის, იგივე ავტომობილების რეექსპორტის კლებამ გამოიწვია. მიუხედავად ამისა ყირგიზეთი 4 თვის ჭრილში კვლავ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა, სადაც წელს ჯამში 272.8 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. კლება 39.4% იყო. ექსპორტის 95.5% სწორედ ავტომობილების რეექსპორტზე მოდის.

ყირგიზეთში ექსპორტირებული TOP-10 საქონელი, ასეთია:

• მსუბუქი ავტომობილები - $261.6 მლნ; • სპირტიანი სასმელები - $2.2 მლნ; • ლიმონათები - $1.8 მლნ; • სატვირთო ავტომობილები - $1.1 მლნ; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $882 ათასი;

წელს იანვარ-აპრილში შემცირდა ყირგიზეთიდან საქონლის იმპორტიც. საქართველომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან $926 ათასის საქონელი შეიძინა, მათ შორის გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული, სპეცდანიშნულების ავტომობილები, თხილი და სხვა კაკალი, მაკარონი და ა.შ.

ინვესტიციები

მცირეა ყირგიზეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. 2025 წელს FDI-ს მოცულობა მხოლოდ 374 ათასი დოლარი იყო, 2024 წელს კი 656 ათასი დოლარი.

ფულადი გზავნილები

წლების განმავლობაში განსაკითრებით 2022 წლის შემდეგ ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას და საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების რეესპორტის გააქტიურების პერიოდია. წლების მიხედვით, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა ასე ნაწილდება:

2025 წელი - $91.7 მლნ;

2024 წელი - $73.3 მლნ;

2023 წელი - $49.3 მლნ;

2022 წელი - $111.6 მლნ;

2021 წელი - $31.6 მლნ;

2020 წელი - $8.2 მლნ;

წელს 4 თვის ჭრილში ფულადი გზავნილები, ისევე როგორც ექსპორტი შემცირდა. ჯამში საქართველომ ამ პერიოდში ყირგიზეთიდან $17.6 მილიონის ფულადი გზავნილი მიიღო. 2025 წლის 4 თვეში $27.2 მლნ-ის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა.

ტურიზმი

რაც შეეხება ტურიზმს, პანდემიის შემდეგ ტურისტული ნაკადები ყირგიზეთიდან დადებით დინამიკას აჩვენებს. გასულ წელს საქართველოში ყირგიზეთიდან 21 542 ვიზიტი შესრულდა, რაც 13.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტები მცირედით - 0.1%-ით შემცირდა და 3 678 შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდესიმედი
  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
კავშირი →

მსგავსი სტატიები

იტალია ესპანეთთან შენგენის ზონის უვიზო რეჟიმს დროებით აჩერებს - მიზეზი მიგრანტების ნაკადია

იტალია ესპანეთთან შენგენის ზონის უვიზო რეჟიმს დროებით აჩერებს - მიზეზი მიგრანტების ნაკადია

BM.GE

საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენას გეგმავს

BM.GE

თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&T

თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&T

BM.GE

რომელი რუსული ობიექტები დაბომბა დღეს უკრაინამ?

რომელი რუსული ობიექტები დაბომბა დღეს უკრაინამ?

BM.GE