მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაქსიმუმ თვის ბოლომდე გაიგებთ სიახლეს - კობახიძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე
მაქსიმუმ თვის ბოლომდე გაიგებთ სიახლეს - კობახიძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე

მაქსიმუმ თვის ბოლომდე გაიგებთ სიახლეს - კობახიძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე

BM.GE9 ივნისი, 2026, 17:24|bm.ge

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით სიახლე თვის ბოლომდე ექნება. თუმცა, კობახიძე არ აკონკრეტებს ეს სიახლე შეეხება თუ არა 2024 წელს საერთაშორისო კონკურსით გამოვლენილ უპირატეს მონაწილეს - ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმ CCCC-ის.

აღნიშნულთან დაკავშირებით კობახიძეს bm.ge-მ ჰკითხა

ორი წლის წინ განაცხადა მთავრობამ, რომ “რამდენიმე დღეში” გაფორმდებოდა ხელშეკრულება კონსორციუმთან. როდემდე ელოდებით? მაქსიმუმი რა არის როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ვერ ვთანხმდებით რაღაც დეტალებზე და პირობებზე და მზად ვართ გამოვაცხადოთ ახალი საერთაშორისო ტენდერი?

პასუხი "მე ასე ვიტყოდი, წესით მაქსიმუმ თვის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე ამ თემაზე ჩვენ გაგაცნობთ სიახლეს ამ თემასთან დაკავშირებით. მაქსიმუმ თვის ბოლომდე."

2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე თითქმის ორი წელი გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →პორტის →

მსგავსი სტატიები

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

BM.GE

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

BM.GE

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE