მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილი დიდი ჰესების დაფინანსების საკითხზე ADB-ის დელეგაციას შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი დიდი ჰესების დაფინანსების საკითხზე ADB-ის დელეგაციას შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ჰესების დაფინანსების საკითხზე ADB-ის დელეგაციას შეხვდა

BM.GE8 მაისი, 2026, 20:55|bm.ge

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დელეგაციას შეხვდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული მხარეებს შორის საუბარი ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას, უფრო კონკრეტულად კი დიდი ჰესების პროექტების განვითარებას შეეხო. შეხვედრას ADB-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჯონჰუ ჰქვანგი და ანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი ესწრებოდნენ, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძე ესწრებოდნენ.

"სამუშაო შეხვედრაში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, მათ შორის, მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად დიდი ჰესების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც ამ კუთხით ქვეყანას გააჩნია. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში, ქარისა და ჰიდროპროექტების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ADB-ის მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სექტორში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებას,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

8 მარტს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება მინისტრი, რომელიც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნდებს. შეგახსენებთ, რომ პროექტზე საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავა წააგო და მას $400-მილიონამდე კომპენსაციაც დაეკისრა. აღნიშნული ჰესი აშენების შემთხვევაში 433 მეგავატი იქნებოდა. ჰესისთვის საჭირო ინვესტიცია მისი აშენების შემთხვევაში $800 მილიონი დოლარი იყო.

რაც შეეხება ხუდონჰესს, ამ პროექტის მფლობელია ამჟამად საქართველოს მთავრობა, რომელმაც პროექტის ინვესტორისგან "ტრანსელექტრიკასგან" ჰესის მშენებლობა-ოპერირების ლიცენზია 13.5 მილიონ დოლარად გამოისყიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატ საათი უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიცია $1 მილიარდად ფასდება.

რაც შეეხება "ნენსკრაჰესის" პროექტს, კორეის სახელმწიფო კომპანია K-water-ი ახორციელებს და ოფიციალურად მისი მშენებლობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის ზაფხულში გახსნა, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებების დამტკიცება საბოლოოდ არ მოხდა, კომპანიის გენერალურმა საინჟინრო კონტრაქტორმა კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, რის გამოც მასთან დავა დაიწყო. “ნენსკრა ჰესის” დადგმული სიმძლავრე - 280 მგვტ. სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1 219 000 000 კვტ.სთ, ხოლო სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია - 1 მილიარდი აშშ დოლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE