მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა | რაზე ისაუბრეს?
მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა | რაზე ისაუბრეს?

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა | რაზე ისაუბრეს?

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 18:59|bm.ge

ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკის, ტრანსპორტის (სამოქალაქო ავიაცია, რკინიგზა) და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

"უწყვეტი სატვირთო თუ სამგზავრო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტის სფეროში არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და ერთობლივ ძალისხმევას.

ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი დინამიკური თანამშრომლობა დადებითად აისახება სატრანსპორტო მაჩვენებლებზე.

ყურადღება დაეთმო საავიაციო სექტორსაც - საქართველო-სომხეთს შორის 2026 წლის იანვარ-ივლისში პირდაპირი რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 36%-ით გაიზარდა. საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით დღეისთვის ორ ქვეყანას შორის კვირაში, ჯამურად, 12 პირდაპირი რეისი სრულდება. მხარეებმა ასევე განიხილეს ქუთაისის აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყების საკითხი", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებიიმედი
  • ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზერუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

BM.GE

"შუა დერეფანში" სრული სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი - "ჩინეთი გვპირდება ყოველწლიურად 3000-მდე მატარებლის ფორმირებას"

"შუა დერეფანში" სრული სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი - "ჩინეთი გვპირდება ყოველწლიურად 3000-მდე მატარებლის ფორმირებას"

BM.GE

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

BM.GE

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE