
"შუა დერეფანში" სრული სისტემა უნდა მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი - "ჩინეთი გვპირდება ყოველწლიურად 3000-მდე მატარებლის ფორმირებას"
“შუა დერეფანში სრული სისტემა უნდა იყოს ერთიანი და მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი" - ამის შესახებ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჟანიბეკ ტაიჟანოვმა განაცხადა.
ფორუმის პანელზე „ზღვებიდან დერეფნებამდე, გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია“ საუბრისას ყაზახმა ჩინოვნიკმა იმ აქტივობებზე ისაუბრა, რასაც ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (TITM) განვითარებისთვის აკეთებს. მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე შექმნილია ყაზახეთსა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივი საწარმო „შუა დერეფანი“, რომელიც
მიზანმიმართულია ე.წ შუა დერეფნის მუშაობაზე. ამ ერთობლივი საწარმოს მეშვეობით შექმნილია გადაზიდვების ტარიფები და მათ გრძელვადიან ფიქსაციაზე მიმდინარეობს მუშაობა.
გარდა ამისა, ყაზახეთმა უკვე შექმნა ე.წ საკონტეინერო შატლი ჩინეთიდან კასპიის ზღვამდე, რომელიც კვირაში სამ რეისს ასრულებს. კიდევ ერთი მიმართულება კი დერეფნის გაციფრულებაა - Digital Trade Corridor-ის პროგრამა, რომლის დანერგვამ სატრანზიტო დეკლარაციის დრო შემცირდა 8 საათიდან 30 წუთამდე შემცირდა. მისი თქმით, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
„ყაზახეთში დღესდღეობით რეალიზდება ფართომასშტაბიანი სარკინიგზო პროექტები, 5000 კილომეტრის მანძილის სარკინიგზო პროექტები სრულდება, გათვალისწინებულია საავტომობილო გზების მოდერნიზება. მასშტაბური სამუშაოები სრულდება იმისათვის, რომ შეიქმნას კასპიის ზღვის ჰაბი, სადაც ჩვენი პარტნიორები ჩინეთიდან აშენებენ დიდ ტერმინალს. ხდება აქთაუ-კიურიკის პორტების განვითარება და ფსკერის დაღრმავება. ის სამუშაოები რაც გასულ წელს შესრულდა აქთაუში, წელს მოხდება კიურიკში. 2028 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ გავზარდოთ ჩვენი ფლოტი 8 ერთეულით, ახალი გემების შევსებით. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი. შემდეგი ეტაპია მივაღწიოთ შესაბამის შედეგებს, რომ სრული სისტემა უნდა იყოს ერთიანი და მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ცალკე მნიშვნელობას იძენს ჩინეთი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს გარკვეული ხელშეკრულებები და შეთანხმებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, სადაც ჩინეთი გვპირდება 3000-მდე მატარებლის ფორმირებას ყოველწლიურად და ჩვენ მზად ვართ გავატაროთ ეს მატარებლები“, - თქვა ჟანიბეკ ტაიჟანოვმა ფორუმზე.
BM.GE
წყარო: bm.ge