მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მას ყოველთვის გავახარებ“ - ტრამპი ერდოღანთან მეგობრობასა და თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შეყოვნებაზე საუბრობს
„მას ყოველთვის გავახარებ“ - ტრამპი ერდოღანთან მეგობრობასა და თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შეყოვნებაზე საუბრობს

„მას ყოველთვის გავახარებ“ - ტრამპი ერდოღანთან მეგობრობასა და თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შეყოვნებაზე საუბრობს

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 23:23|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს, თავისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყოველთვის გაახაროს.

ალაბამაში გამგზავრებამდე, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა CNN Türk-ის კორესპონდენტის შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არ ხსნის აშშ თურქეთის წინააღმდეგ CAATSA-ს („ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების საშუალებით დაპირისპირების აქტის“) ფარგლებში დაწესებულ სანქციებს მას შემდეგ, რაც ივლისში, ნატოს სამიტზე ტრამპმა ერდოღანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მე ყოველთვის ველაპარაკები პრეზიდენტ ერდოღანს. ის ჩემი მეგობარია, როგორც იცით. მე მას ყოველთვის გავახარებ“, - განუცხადა ტრამპმა მედიის წარმომადგენელს.

მედიის ცნობით, ივლისში თურქეთში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში ერდოღანთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას თურქეთისთვის CAATSA-ს სანქციების მოხსნა სურდა და ამ შესაძლებლობას "აბსოლუტურად" განიხილავდა ანკარისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენის ნებართვის მიცემას.

ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-მა თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მას შემდეგ გამორიცხა, რაც ანკარამ რუსული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა. ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სისტემა საფრთხეს უქმნიდა F-35-ის თვითმფრინავებს და შეუთავსებელი იყო ნატო-ს სტანდარტებთან. მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, აშშ-მა CAATSA-ს ფარგლებში სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს S-400-ის შესყიდვის გამო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • AXIOS: ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებმა კემპ დევიდში ირანისა და იემენის შესახებ საიდუმლო შეხვედრა გამართესიმედი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
  • თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის - ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

"შენი სახლი რუსთავში" - "არსი", ესტონელ პარტნიორებთან ერთად, რუსთავში $30-მილიონიან პროექტს იწყებს

"შენი სახლი რუსთავში" - "არსი", ესტონელ პარტნიორებთან ერთად, რუსთავში $30-მილიონიან პროექტს იწყებს

BM.GE

"ანაკლიის პორტი ყველა ინვესტორის მენიუშია, მაგრამ ჯერ ისევ პოტენციალზე ვსაუბრობთ" - თინა ხიდაშელი

"ანაკლიის პორტი ყველა ინვესტორის მენიუშია, მაგრამ ჯერ ისევ პოტენციალზე ვსაუბრობთ" - თინა ხიდაშელი

BM.GE

გერმანიის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის დანიშნული ელჩი სპეციალურ გზავნილს ავრცელებს

გერმანიის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის დანიშნული ელჩი სპეციალურ გზავნილს ავრცელებს

BM.GE

Tesla-ს აქციები მოსალოდნელზე მაღალი გაყიდვების ფონზე 5%-ით გაიზარდა

Tesla-ს აქციები მოსალოდნელზე მაღალი გაყიდვების ფონზე 5%-ით გაიზარდა

BM.GE