მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინისთვის სამხედრო Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის გადაწყვეტილება პირადად ილონ მასკმა მიიღო - WSJ
უკრაინისთვის სამხედრო Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის გადაწყვეტილება პირადად ილონ მასკმა მიიღო - WSJ

უკრაინისთვის სამხედრო Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის გადაწყვეტილება პირადად ილონ მასკმა მიიღო - WSJ

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 00:21|bm.ge

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გასულ კვირას უკრაინის მიერ გამოყენებული სამხედრო დანიშნულების Starlink-ის ქსელის მუშაობა პირადი გადაწყვეტილებით შეანელა.

როგორც ირკვევა, მილიარდერმა 14 ოქტომბრიდან სატელიტურ სისტემასთან უკრაინული ტექნიკის დაკავშირების სიჩქარეზე ლიმიტი დააწესა. ამ გადაწყვეტილებამ უკრაინული შემტევი და გადამჭერი დრონების ნაწილი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახადა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ახალმა შეზღუდვამ რუსულ რაკეტებს საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლის საშუალება მისცა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდაც განაცხადა, რომ სრული სერვისის აღდგენის გარეშე უკრაინელების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა.

როგორც მედია წერს, მასკის ნაბიჯმა კიევში პანიკა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში კი დაბნეულობა და არაოფიციალური მოკვლევის დაწყება გამოიწვია. ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი აცხადებს, რომ ბიზნესმენმა დამოუკიდებლად იმოქმედა. მათი თქმით, პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიღება არ უბრძანებია.

რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებებს, თავად მასკმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სიჩქარისა და სარგებლობის ნებისმიერ ლიმიტს აშშ-ის სამხედრო უწყება და უშუალოდ პრეზიდენტი განსაზღვრავენ.

საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა დონალდ ტრამპმა და ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეფერხების ბრძანების გამცემის ვინაობა არ იცოდა, თუმცა ამის გარკვევა სურდა. პარალელურად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდოეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას Starlink-ის შეზღუდვა არ მოუთხოვია და გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდა.

აღსანიშნავია, რომ სატელიტური სისტემის შეფერხებას წინ უძღოდა როგორც ტრამპის, ისე მასკის უკმაყოფილება რუსულ დიზელის გადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების გამო. აშშ-ის პრეზიდენტი ენერგორესურსებზე მაღალ ფასებს სწორედ ამ იერიშებს უკავშირებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებსა და დროს კარგავსფორმულა
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • "არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

"ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა" - ნანა გოგოხია

"ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა" - ნანა გოგოხია

BM.GE

Roblox, TikTok და მესენჯერები: ნორვეგიაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები შეიზღუდება

Roblox, TikTok და მესენჯერები: ნორვეგიაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები შეიზღუდება

BM.GE

ბრიტანეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ბრიტანეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE

ლარი ელისონმა საკუთარი შვილის მიერ Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის დასაფინანსებლად მრავალმილიარდიანი სესხები აიღო

ლარი ელისონმა საკუთარი შვილის მიერ Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის დასაფინანსებლად მრავალმილიარდიანი სესხები აიღო

BM.GE