მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი $13 615-ის სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდებიან
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი $13 615-ის სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდებიან

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი $13 615-ის სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდებიან

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 17:58|bm.ge

MMA-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი აბუდაბის ციხეს დღეს დატოვებენ. ამის შესახებ ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

11 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დვალიშვილი მისი მეგობარი საბა ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თუ დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.

დღეს, აბუდაბის სასამართლომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, MMA-ს დაღესტნელ მებრძოლს უსმან ნურმაგომედოვს და მისი გუნდის ორ წევრს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და უსმანის გუნდის წევრები 300 000 დირჰემით [დაახლოებით 81 688 დოლარი] დაჯარიმდნენ და პატიმრობის დასრულების შემდეგ მათი დეპორტაცია მოხდება.მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი მხოლოდ 50 000 დირჰემით [13 615 დოლარი] დაჯარიმდნენ. აღნიშნულ თანხას ორგანიზაცია RAF-ი გადაიხდის.საბა ლაზიშვილის ძმამ Instagram-ში ვიდეოში განაცხადა, რომ ინციდენტის საქმეზე ბევრი ადამიანია ჩართული.

„გამარჯობა მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს საბას და მერაბის საქმესთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში. ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა და ცდილობენ დროულად მოაგვარონ ყველაფერი. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით ჩვენი ბიჭები 5 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან. ზუსტი ვერდიქტი დაახლოებით 12 საათზე გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით ყველაფერი კარგად დამთავრდება და ღვთის შეწევნით არაფერი ისეთისერიოზული არ მოჰყვება ამ სიტუაციას. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის'' - განაცხადა ზვიად ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • არჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალირუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილიაფორმულა
  • სასამართლო პროცესები facebook სტატუსის გამო - ირინა სარიშვილს განაჩენს 18 ნოემბერს გამოუტანენტვ პირველი
  • სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონნეტგაზეთი
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

BM.GE