მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში [დენის] მოხმარების სწორ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა უნდა დამკვიდრდეს - ირაკლი კობახიძე
მესტიაში [დენის] მოხმარების სწორ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა უნდა დამკვიდრდეს - ირაკლი კობახიძე

მესტიაში [დენის] მოხმარების სწორ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა უნდა დამკვიდრდეს - ირაკლი კობახიძე

BM.GE2 ივნისი, 2026, 19:11|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების სწორ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა უნდა დამკვიდრდეს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგდეს, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება. დღეისთვის წლიური მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში 133 მლნ კვტ/სთ-ია, მაშინ როდესაც მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება 7 მლნ კვტ/სთ-ია. ეს უნდა შეიცვალოს და დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა. ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და მათ ვინც ამ ლიმიტს გადააჭარბებს, დენის ტარიფის გადახდა მოუწევთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის გამრიცხველიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებენ.

გამანაწილებელ კომპანიაში კი bm.ge-ს უთხრეს, რომ "2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში კი მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 -მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE