მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Meta-მ Nano Banana-სა და GPT Image 2.0-ის კონკურენტი შექმნა - რა არის Muse Image?
Meta-მ Nano Banana-სა და GPT Image 2.0-ის კონკურენტი შექმნა - რა არის Muse Image?

Meta-მ Nano Banana-სა და GPT Image 2.0-ის კონკურენტი შექმნა - რა არის Muse Image?

BM.GE9 ივლისი, 2026, 17:54|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაგანტმა, Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი, Muse Image-ი წარადგინა. ის მომხმარებლებს უკვე არსებული სურათების რედაქტირებისა და ახალი კომპოზიციური ფოტოების შექმნის შესაძლებლობა მისცემს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა ახალი მოდელის შესაძლებლობები Instagram-ზე თავად წარადგინა. მან კომპანიის ტექნოლოგიურ დირექტორთან, ენდრიუ ბოსვორთთან და ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ვანგთან ერთად შექმნილი ფოტოები გამოაქვეყნა.

AI-ს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Meta-ს მიერ შექმნილ ახალ ტექნოლოგიას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, მომხმარებელთა პირადი მონაცემებისა დაცვა საკმარისად არ აქვს განვითარებული. მათი განცხადებით, Muse-ის დახმარებით, სოციალურ ქსელებში აქტიური ნებისმიერი სრულწლოვანი მომხმარებლის გამოსახულების გამოყენებით სურათის გენერირება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი, რაც ტექნოლოგიის ბოროტი მიზნებისთვის გამოყენების ალბათობას მკვეთრად ზრდის. ამ ფუნქციით უცხო ადამიანებს შეუძლიათ, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოსახულების ზუსტი ვიზუალური ასლი შექმნან. ეს პროცესი კი საზოგადოებაში ინტიმური ან სხვა სახის ყალბი ფოტოების გავრცელების რისკებს აჩენს.

რაც შეეხება ახალი ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობას, ინოვაციური მოდელი Meta AI-ის აპლიკაციაში, Instagram-სა და WhatsApp-ში უკვე ინტეგრირებულია. ტექნოლოგიური გიგანტი მალე ფუნქციის Facebook-ში, Messenger-სა და სარეკლამო პლატფორმებზე დამატებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, ახალი ინსტრუმენტი Meta-ს სუპერინტელექტის ლაბორატორიის მიერ შექმნილი Muse Spark-ის მოდელების ოჯახს ეკუთვნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE