მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშია
მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშია

მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშია

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 17:22|bm.ge

კახა კალაძემ ჩინეთში მეტროს ვაგონების მწარმოებელი კომპანია CRRC-ის ქარხანა დაათვალიერა, სადაც თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი ვაგონები წარადგინეს. თბილისის მერი კომპანიის საწარმოო პროცესს გაეცნო და სპეციალურად დედაქალაქისთვის დამზადებული პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა დაათვალიერა.

თბილისის მეტროპოლიტენის განახლების პროექტის ფარგლებში დედაქალაქს ჯამში 111 ახალი ვაგონი, ანუ 25 ახალი მატარებელი შეემატება. მათგან 14 შემადგენლობა 4-ვაგონიანი, ხოლო 11 - 5-ვაგონიანი იქნება. პირველი ახალი შემადგენლობა თბილისში წლის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს.

პროექტის ჯამური ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 125 მილიონი დოლარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) კრედიტით ფინანსდება. 111 ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი 2025 წელს გამოცხადდა და გამარჯვებულად „ჯი-თი გრუპი“ გამოვლინდა, რომელიც ვაგონებს ჩინური CRRC-ისგან მიაწვდის.

„თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს“, - განაცხადა კახა კალაძემ CRRC-ში გამართულ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, მეტროპოლიტენის განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოს ხელისუფლებისა და AIIB-ის მხარდაჭერის გარეშე. კალაძემ ასევე აღნიშნა „ჯი-თი გრუპისა“ და CRRC-ის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამიტომ, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ“, - განაცხადა მერმა.

კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს თბილისში იქნება. ახალი მატარებლები ე.წ. გამჭოლი ვაგონებით იქნება აღჭურვილი, რაც ერთი შემადგენლობის ფარგლებში ვაგონებს შორის გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის მიხედვით, „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზზე არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაწილი 5-ვაგონიანი შემადგენლობებით ჩანაცვლდება, რაც მგზავრთა გადაყვანის მოცულობას გაზრდის.

„ახლა ჩემს უკან დგას თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონი, რომელიც ამავდროულად არის ახალი ნაბიჯი თბილისის მომავლისკენ. გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას!“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროსთვის ახალი მოძრავი შემადგენლობების მიწოდება ხუთწლიან პერიოდშია გათვალისწინებული. არსებული მონაცემებით, ამჟამად თბილისის მეტროს 48 მატარებელი, ჯამში 192 ვაგონი ემსახურება.

CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის მიერ წარმოებული ვაგონები, მათ შორის, ჩინეთის, თურქეთის, არგენტინის, ფილიპინებისა და აშშ-ის ქალაქებში გამოიყენება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელიაფორმულა
  • კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთრუსთავი 2
  • კალაძე ვირეშმაკობს რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძენეტგაზეთი
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE