მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მეწყერის შედეგად ორი სახლი დაზიანდა - ადიგენის მერი
მეწყერის შედეგად ორი სახლი დაზიანდა - ადიგენის მერი

მეწყერის შედეგად ორი სახლი დაზიანდა - ადიგენის მერი

BM.GE24 ივლისი, 2026, 15:37|bm.ge

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, გუშინ ღამით ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ერთი ოჯახი დაზარალდა. ამის შესახებ BM.GE-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინ ღამით სოფლის ხეობაში ჩამოწოლილმა მცირე მეწყერმა წყალი შეაგუბა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მზად იყო, რადგან ეს არ ყოფილა პირველი სტიქია ამ ხეობაში და წყალმოვარდნები გასულ წელსაც იყო. შესაბამისად, ქიმაძე ამბობს, რომ მძიმე ტექნიკა ხეობაში ოპერატიულად გაგზავნეს.

„დაზიანდა 2 სახლი, აქედან ერთი სახლის მეპატრონეებს 50 000 ლარის კომპენსაცია გასულ წელს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ გადაეცათ და ოჯახი გადასულია ამ სახლიდან. მეორე სახლში კი წყალი შევიდა, რომელიც მერიის მობილიზებულმა სპეცტექნიკამ დროულად ამოტუმბა. სამწუხაროდ, მეწყერმა დააზიანა ოჯახის კუთვნილი ავტომობილი.

მერიის შესაბამისი კომისია გასულია ადგილზე ზარალის შესაფასებლად. პარალელურად, გეოლოგები მუშაობენ მიზეზების დასადგენად და დასკვნის შემდეგ შეფასდება, რა ზიანი მიადგა ოჯახს“, - განაცხადა გოჩა ქიმაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ხეობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სტიქიის განმეორების საშიშროება არ არსებობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდაიმედი
  • რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვიფორმულა
  • formebi.emis.ge - პლატფორმის გამოყენებით, სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლის →

მსგავსი სტატიები

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

BM.GE

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE