მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქული Rabobank A.Ş. შეიძინა
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქული Rabobank A.Ş. შეიძინა

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქული Rabobank A.Ş. შეიძინა

BM.GE15 ივლისი, 2026, 21:46|bm.ge

ყაზახურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა და ფინტექ-პლატფორმა Kaspi.kz-მა თურქეთში სრულად ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების, Rabobank A.Ş.-ის შესყიდვის პროცესი ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თურქეთი უკვე ფლობს ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის, Hepsiburada-ს აქციების 86.74%-იან წილს.

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთში ბანკის შესასყიდად მარეგულირებლისგან თანხმობა მიიღო

Kaspi.kz ყაზახური წარმოშობის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ე.წ. „სუპერ აპლიკაციის“ (Super App) მოდელით ემსახურება. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს:

• საგადახდო სისტემებსა და ფინტექ-მომსახურებას; • ელექტრონულ კომერციას (e-Commerce) და სურსათის ონლაინ-შეკვეთას (e-grocery); • სამოგზაურო სერვისებს (Kaspi Travel); • სამთავრობო მომსახურებების ციფრულ პორტალს.

დღეის მდგომარეობით, Kaspi.kz ყაზახეთსა და თურქეთში ჯამში 25 მილიონზე მეტ მომხმარებელსა და 900 ათასზე მეტ პარტნიორ სავაჭრო ობიექტს ემსახურება. კომპანიის მონაცემებით, ყაზახეთში მათი აქტიური მომხმარებელი თვეში საშუალოდ 77 ტრანზაქციას ახორციელებს, რაც პლატფორმის მიმართ მომხმარებელთა მაღალ ჩართულობაზე მიუთითებს.

კომპანია 2024 წლის იანვრიდან ამერიკულ საფონდო ბირჟა Nasdaq-ზეა განთავსებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

BM.GE

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

BM.GE

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

BM.GE

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

BM.GE