მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ ყაველაშვილმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო სამძიმარი გამოხატა
მიხეილ ყაველაშვილმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო სამძიმარი გამოხატა

მიხეილ ყაველაშვილმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო სამძიმარი გამოხატა

BM.GE3 ივლისი, 2026, 18:42|bm.ge

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარვცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

"შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია პრესრელიზში.

თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ტრამპმა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სეულმა ირანთან ომში მონაწილეობაზე უარი თქვაიმედი
  • ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგორუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
  • ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთის სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივებზე არაზუსტი ცნობებით საუბრობსფორმულა
ირანის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE