მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკრობანკების ბაზარზე ახალი მოთამაშეები არ ჩანს, რაც მიანიშნებს, რომ თამაშის წესები საკმაოდ მკაცრია - MBC
მიკრობანკების ბაზარზე ახალი მოთამაშეები არ ჩანს, რაც მიანიშნებს, რომ თამაშის წესები საკმაოდ მკაცრია - MBC

მიკრობანკების ბაზარზე ახალი მოთამაშეები არ ჩანს, რაც მიანიშნებს, რომ თამაშის წესები საკმაოდ მკაცრია - MBC

BM.GE11 ოქტომბერი, 2026, 01:45|bm.ge

მიკრობანკები მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების შემსუბუქებას ითხოვენ. როგორც მიკრობანკ MBC-ის გენერალურმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, დღეის მდგომარეობით, საფინანსო სექტორის ამ სეგმენტისთვის დაწესებული მოთხოვნები პრაქტიკულად კომერციული ბანკების მსგავსია, რაც დარგს მეტად განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.

გია პეტრიაშვილის შეფასებით, სწორედ შედარებით მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩოა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მიკრობანკების ბაზარზე ჯერჯერობით მხოლოდ ორი მოთამაშეა.

“მიკრობანკები ბაზარზე ახალი ტიპის ორგანიზაციები არიან. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი მიკრობანკი ოპერირებს. უკვე ორი წელი სრულდება და არ ჩანს ახალი მოთამაშეები, რაც, ერთის მხრივ, შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ თამაშის წესები საკმაოდ რთული და მკაცრია. მიკრობანკებისთვის პრაქტიკულად იდენტურია რეგულაციები, რაც არის კომერციული ბანკებისთვის და ახლა უკვე შეიძლება ითქვას, ნათლად გამოჩნდა, რომ საჭიროა გარკვეული დიფერენციაცია. მაგალითად, მიკრობანკი „ემბისი“ არის ყველაზე პატარა საბანკო დაწესებულება. ჩვენსა და ბაზრის ლიდერებს შორის 100-ჯერ არის მასშტაბში სხვაობა და ლოგიკურია, რომ ამ დიდ და პატარა მოთამაშეებს აბსოლუტურად იდენტური რეგულაციები არ უნდა ჰქონდეთ.

ახლა არის ზუსტად ის დრო, როდესაც უნდა მოხდეს გადახედვა, თუ რამდენად ადეკვატური იყო ის ჩარჩო რეგულაციებისა, რომელიც დაწესდა მიკრობანკებისთვის. ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, ბაზრის მოთამაშეებთან კონსულტაციების საფუძველზე, რაღაც ცვლილებებს შემოგვთავაზებს, რაც უკვე აჩვენა პრაქტიკამ, რომ აუცილებელია.

რომ გავამყარო ჩემი მოსაზრება, იცით, რომ ჩვენ ჯერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვიყავით და შემდეგ გადავკეთდით მიკრობანკად. ხოლო მიკროსაფინანსო სექტორს ჩვენ შევუერთდით 2012 წელს. კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ 2007 წელს შემოვიდა და ჩვენ როდესაც შევუერთდით, ანუ 5 წლის თავზე, 100-ზე მეტი მოთამაშე იყო უკვე მიკროსაფინანსო ბაზარზე. ეს თამაშის წესები იმდენად მიმზიდველი იყო მაშინ, რომ ძალიან ბევრმა მოინდომა ამ სექტორში შესვლა. ახლა ორი წელია გასული და მხოლოდ ორი მოთამაშის ამარა ვართ, ვინც თავიდანვე განაცხადა და სურვილი ჰქონდა. ყველაზე მსხვილი ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გადაკეთდა მიკრობანკად და ჯერჯერობით სხვას ვერ ვხედავთ.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში თამაშის წესები იმდენად მიმზიდველი არ აღმოჩნდა, როგორც ეს იყო მიკროსაფინანსო სექტორის შემთხვევაში 2007-2012 წლებში, სადაც აქტიურად იყო ბაზარზე ახალ-ახალი მოთამაშეების გამოჩენა. მასშტაბი იმდენად განსხვავებულია მიკრობანკებსა და პირველ ხუთეულ ბანკს შორის, რომ ძალიან რთულად წარმოსადგენია, ისინი აბსოლუტურად ერთნაირ ჩარჩოში ოპერირებდნენ”, - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, შედარებით მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მიკრობანკები ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის სესხების უფრო მეტად გაიაფებას ვერ ახერხებენ.

“ასეთი მცირე ორგანიზაციებისთვის ყველა იმ აუცილებელი მოთხოვნის შესრულება დაკავშირებულია სერიოზულ გამოწვევებთან და ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან, რაც აძვირებს და შემდეგ აისახება უკვე პროდუქტის ღირებულებაში. გარდა იმისა, რომ ახალ პროდუქტები შევთავაზეთ, მიკრობანკი „ემბისის“ მომხმარებლებს აბსოლუტურად ლეგიტიმური მოლოდინი აქვთ, რომ ჩვენ პროდუქტებზე ფასების კლებასაც შევთავაზებთ.

სამწუხაროდ, ძალიან დიდი გამოწვევაა, იმიტომ რომ ყველა ეს დამატებითი რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია რეპორტინგთან თუ სხვადასხვა მოთხოვნების შესრულებასთან, ჩვენგან დამატებით ინვესტიციებს, დამატებითი მუშახელის აყვანას, ხარჯებს მოითხოვს და ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მცირე ორგანიზაციებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავაიაფოთ ჩვენი პროდუქტები”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საფინანსო ბაზარზე ამ ეტაპზე 2 მიკრობანკია, MBC და "კრისტალი". მიკრობანკებმა 2026 წლის წლის პირველი ნახევარი მოგებით დახურეს. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემებით მიკრობანკების ჯამური წმინდა მოგება 10.5 მლნ ლარამდე იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეი დალიოს მოლოდინით, აშშ-ში სავალო კრიზისი დაიწყება

რეი დალიოს მოლოდინით, აშშ-ში სავალო კრიზისი დაიწყება

BM.GE

თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია

თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია

BM.GE

სახელმწიფო ელექტროსისტემა Siemens-ისგან ქსელის დაცვის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძენს

სახელმწიფო ელექტროსისტემა Siemens-ისგან ქსელის დაცვის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძენს

BM.GE

ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემები ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება - Traffic Travel Georgia

ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემები ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება - Traffic Travel Georgia

BM.GE