მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მილიარდერი მედიამაგნატი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
მილიარდერი მედიამაგნატი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

მილიარდერი მედიამაგნატი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE1 ივნისი, 2026, 22:30|bm.ge

მილიარდერი მედიამაგნატი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთი უმსხვილესი საოჯახო საგამომცემლო კომპანიის, Advance Publications-ის პრეზიდენტი ნიუ-ჯერსიში, საკუთარ სახლში დაიღუპა.

ამერიკელი ბიზნესმენი, რომლის ქონებაც მილიარდობით დოლარს შეადგენს, მედიაიმპერიას თითქმის 50 წლის განმავლობაში მართავდა. პარალელურად, იგი საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ნიუჰაუსი 35 გაზეთის მუშაობას კურირებდა და კომპანიის ციფრულ ეპოქაში ტრანსფორმაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ფინანსურმა ინვესტიციებმა Advance Publications-ის გამოცემებს თორმეტი პულიცერის პრემია მოუტანა. კოლეგების შეფასებით, მილიარდერი სარედაქციო პოლიტიკაში არ ერეოდა და გაზეთების ხელმძღვანელებს დამოუკიდებლად მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, იგი ყოველთვის გონივრული და ეფექტიანი ლიდერის თვისებებით გამოირჩეოდა.

რაც შეეხება ფინანსურ გამოწვევებს, ინტერნეტის განვითარებამ კომპანიის სტრატეგია რადიკალურად შეცვალა. მედიამაგნატმა ბიზნესის გადასარჩენად ყოველდღიური ბეჭდური გამოცემების რაოდენობა შეამცირა და ტრადიციული გაზეთების ნაწილი კვირაში მხოლოდ სამი დღით დატოვა. პარალელურად, მან პერსონალის ხანგრძლივად შენარჩუნებასთან დაკავშირებული გარანტიები გააუქმა, რამაც მასშტაბური შემცირებები გამოიწვია. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა განმარტავს, ნიუჰაუსის ასეთმა მიდგომებმა Advance Publications-ი არაერთი კრიზისული სიტუაციიდან გამოიყვანა.

ცნობისთვის, გლობალური მედიაიმპერია დონალდ ნიუჰაუსის მამამ 1922 წელს დააარსა. მოგვიანებით საოჯახო ბიზნესი თავად გარდაცვლილმა ბიზნესმენმა და მისმა ძმამ გადაიბარეს. ეს უკანასკნელი კომპანიაში ჟურნალების მიმართულებას, მათ შორის Conde Nast-ს განაგებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE