მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მხარეთა შერიგების საფუძველზე, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
მხარეთა შერიგების საფუძველზე, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

მხარეთა შერიგების საფუძველზე, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 15:06|bm.ge

დაღესტნელი MMA-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი შვიდი მეგობარი, მერაბ დვალიშვილთან და საბა ლაზიშვილთან დაპირისპირების შემდეგ, აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს.

უსმანსა და მის შვიდ თანამზრახველს თავდაპირველად ექვსთვიანი პატიმრობა და თითოეულს 300 000 დირჰამის ($81 688) ოდენობის ჯარიმა მიესაჯა. საქმე ეხებოდა 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, სასტუმრო „იას ჰილტონში“ მომხდარ ჩხუბს, რომელშიც ქართველი მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი მონაწილეობდნენ.

აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტის განცხადებით, ბრალდებულებისთვის გამოტანილი განაჩენი შეიცვალა და თითოეულ მათგანს ჯარიმა 150 000 დირჰამამდე ($40 844) შეუმცირდა.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი მხარეთა შერიგება, სარჩელების უკან გაწვევა და დაზარალებულების მიერ ბრალდებულთა გათავისუფლების მოთხოვნა გახდა.

გასულ კვირას უსმანი და მისი თანამოაზრეები სასტუმროს ფოიეში მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ, რომელიც სოციალური ქსელებისთვის ვიდეოს იღებდა. უსმანმა ქართველ მებრძოლს სახეში დაარტყა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. მომხდარის შემდეგ ათი ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით დვალიშვილი და ლაზიშვილი, გაათავისუფლეს. ორივეს 50 000 დირჰამის ($13 614) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რაც საჭიდაო ორგანიზაცია RAF-მა დაფარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარეს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნებაფორმულა
  • კობახიძემ ჯერ არ იცის, სად შეხვდება მისი სპეცწარმომადგენელი რუსულ მხარესტვ პირველი
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
მხარეს →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE