მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები - მაკა ბოჭორიშვილი
მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები - მაკა ბოჭორიშვილი

მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 02:50|bm.ge

"კატარი რეგიონში მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, შესაბამისად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი.

"2013 წლის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კატარში არ განხორციელებულა, შესაბამისად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი განვავითაროთ და გავაძლიეროთ

შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვაჭრობის მინისტრთან, რომლებთანაც განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკა, ის სფეროები, სადაც შეიძლება განვავითაროთ თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიგეგმა,” - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და შესაბამისი თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას.

„ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და შესაბამისი ჩარჩოს შექმნა. ამ მიმართულებითაც დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და მოველით, რომ უახლოეს მომავალში კატარის შესაბამისი დელეგაცია ეწვევა საქართველოს და კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა იმისათვის, რომ განვავითაროთ და უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს, როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად,” - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა კატარის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.

„ასევე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების და ახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს და სურთ უფრო მეტის გაკეთება ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც არის საქართველოში, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ქვეყანას უახლოესი მომავალი წლების პერიოდში და იმ სფეროებზე, სადაც შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სავაჭრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, კატართან განვავითაროთ როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებირუსთავი 2
  • სავაჭრო ობიექტებს, ფიზიკურ პირებს 15000-ზე მეტი ზარალი მიაყენეს - 4 არასრულწლოვანი დააკავესფორმულა
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ათობით მოზარდს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი
  • საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დამწვარია მერიის ისტორიული შენობა, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილებიტვ პირველი
სავაჭრო →

მსგავსი სტატიები

Boeing-ისა და Lockheed Martin-ის რაკეტის აფეთქებამ Amazon-ს 40 თანამგზავრი დააკარგვინა

Boeing-ისა და Lockheed Martin-ის რაკეტის აფეთქებამ Amazon-ს 40 თანამგზავრი დააკარგვინა

BM.GE

უნგრეთში ორბანის ყოფილი მოკავშირეების გადამალული $18 მილიონზე მეტი ამოიღეს

უნგრეთში ორბანის ყოფილი მოკავშირეების გადამალული $18 მილიონზე მეტი ამოიღეს

BM.GE

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა Nvidia-ში მასშტაბური ცვლილებები და გარე კანდიდატი მოითხოვა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა Nvidia-ში მასშტაბური ცვლილებები და გარე კანდიდატი მოითხოვა

BM.GE

აშშ-ის ადმინისტრაცია NVIDIA-ს "ეროვნულ ჩემპიონად" დაასახელებს - WSJ

აშშ-ის ადმინისტრაცია NVIDIA-ს "ეროვნულ ჩემპიონად" დაასახელებს - WSJ

BM.GE