
უნგრეთში ორბანის ყოფილი მოკავშირეების გადამალული $18 მილიონზე მეტი ამოიღეს
უნგრეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოკავშირეების მიერ გადამალული $18 მილიონზე მეტი ღირებულების ნაღდი ფული ამოიღეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, 6 მილიარდ ფორინტზე მეტი ღირებულების დამარხული და სხვადასხვა სამალავში შენახული თანხა ეროვნული აქტივების ამოღებისა და დაცვის სამსახურმა ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის, მიკლოშ სესტაკის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინა.
ეროვნული აქტივების ამოღებისა და დაცვის სამსახურის ცნობით, 12 და 13 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკები ბუდაპეშტსა და პეშტში, ასევე ბეკეშისა და ნოგრადის ოლქებში გაიმართა. უწყების თანამშრომლებმა გადამალული ფული ტყეებში, საწყობებში, საცხოვრებელ სახლსა და ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ადგილას განთავსებულ სეიფში აღმოაჩინეს.
ორდღიანი ოპერაციის შედეგად სულ 5,071,632,000 ფორინტი, €2,658,350 და $1,257,100 ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ამოღებული თანხა სამსახურის წარმომადგენლებმა იმავე დღეს უნგრეთის სახელმწიფო ხაზინაში შეიტანეს.
BM.GE
წყარო: bm.ge