მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი საქართველოს მარტო არ ტოვებს, რადგან მის გარეშე შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია" - ვანო მაჭავარიანი
"მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი საქართველოს მარტო არ ტოვებს, რადგან მის გარეშე შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია" - ვანო მაჭავარიანი

"მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი საქართველოს მარტო არ ტოვებს, რადგან მის გარეშე შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია" - ვანო მაჭავარიანი

BM.GE11 ივლისი, 2026, 20:00|bm.ge

ნატოსთან თანამშრომლობა იმ მიმართულებებით, რომლებიც დღეს ალიანსის დღის წესრიგშია, ფაქტობრივად შეჩერებულია და მინიმალურ დონეზეა დასული - ასე აფასებს სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა და პოლიტიკური ექსპერტი ვანო მაჭავარიანი "ანალიტიკაში" ნატოს სამიტზე საქართველოს ხელისუფლების არ მიწვევას.

მისი განცხადებით, ალიანსის მხრიდან საქართველოს დღევანდელი მთავრობის არ მიწვევა მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო და ამ პროცესში ინიციატივა არც ქართულ მხარეს გამოუჩენია.

"თავისთავად ცხადია, რომ არ დაპატიჟეს საქართველოს დღევანდელი მთავრობა ნატოს სამიტზე. რომ მონდომებოდათ, დაპატიჟებდნენ, თუმცა არც დღევანდელმა მთავრობამ მოიკლა თავი. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა უბრალოდ შეჩერებულია იმ კუთხით, რაზეც დღეს ნატოს სამიტის დღის წესრიგში მიმდინარეობს საუბარი. დღევანდელი მმართველი გუნდის მეცადინეობით, ურთიერთობები მინიმალურ დონეზეა დასული, რადგან ნატოსაც აქვს თავისი ლიმიტი", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ამ ფონზე, ექსპერტი პოზიტიურად მიიჩნევს სამიტის გვერდით ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დასწრებას, რაც თურქეთის ინიციატივით მოხდა. მაჭავარიანი ხაზს უსვამს ანკარის მზარდ როლს რეგიონულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და აღნიშნავს, რომ 2026 წელს ნატოს სამიტის თურქეთში ჩატარება ამ ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი საქართველოს მარტო არ ტოვებს, რადგან მის გარეშე შავი ზღვის, ევროპული თუ ევროატლანტიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელია. თურქეთისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა და უსაფრთხოება. მას სურს, რომ საქართველოც იყოს ამ ტანდემში თავის სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან და ახლა უკვე სომხეთთან ერთად - მიუხედავად იმისა, უნდა ეს საქართველოს თუ არა. ეს კეთდება იმისთვის, რომ საქართველო არ დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პოტენციურ მოკავშირედ", - განმარტავს ექსპერტი.

მაჭავარიანის თქმით, სწორედ თურქეთის ინიციატივითა და აზერბაიჯანის ხელშეწყობით მიმდინარეობს აქტიური დიალოგი ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება, სატრანსპორტო კავშირები და შუა დერეფნის განვითარება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ზაფხულის სეზონზე აჭარის ბაზრის აქტიურ ტესტირებას ვგეგმავთ" - "დილისკარის" გეგმები

"ზაფხულის სეზონზე აჭარის ბაზრის აქტიურ ტესტირებას ვგეგმავთ" - "დილისკარის" გეგმები

BM.GE

უკრაინის მიერ დაბომბილი 10 უმსხვილესი რუსული ნავთობსაწარმო - სია

უკრაინის მიერ დაბომბილი 10 უმსხვილესი რუსული ნავთობსაწარმო - სია

BM.GE

"ივნისი 83%-იანი დატვირთვით დავასრულეთ" - როგორია მოთხოვნა თელავში სასტუმრო "ესკიზზე"?

"ივნისი 83%-იანი დატვირთვით დავასრულეთ" - როგორია მოთხოვნა თელავში სასტუმრო "ესკიზზე"?

BM.GE

"ვირლანდიამ" ეკოტურისტული სივრცე გახსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

"ვირლანდიამ" ეკოტურისტული სივრცე გახსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

BM.GE