მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს უმდიდრესი AI დეველოპერების TOP-5
მსოფლიოს უმდიდრესი AI დეველოპერების TOP-5

მსოფლიოს უმდიდრესი AI დეველოპერების TOP-5

BM.GE19 ივლისი, 2026, 22:57|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის რბოლა დიდი ხანია გასცდა სამეცნიერო ლაბორატორიებს და გლობალური ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. კოდის რამდენიმე ხაზმა და სწორმა სტრატეგიამ მათი შემქმნელები პლანეტის უმდიდრეს ადამიანებად აქცია.

2026 წლის ივლისის მონაცემებით, თუ მხოლოდ გენერაციული AI მოდელების უშუალო შემქმნელებსა და დამფუძნებლებს შევაფასებთ, უმდიდრეს ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ლიან ვენფენგი - DeepSeek | $36 მილიარდი

სიის სათავეში ჩინური ტექნოლოგიური სენსაციის, DeepSeek-ის დამფუძნებელი მოექცა. მისი წარმატების ფორმულა არა მხოლოდ ინოვაციურ მოდელში, არამედ გამჭრიახ ბიზნეს-სტრატეგიაშიცაა: ვენფენი კომპანიის აქციების თითქმის 80%-ს ფლობს, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ახალმა საინვესტიციო რაუნდმა და DeepSeek-ის საბაზრო შეფასების მკვეთრმა ნახტომმა მისი ქონება რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა.

2. გრეგ ბროკმანი - OpenAI | $24 - $35 მილიარდი

ბროკმანი OpenAI-ის ტექნოლოგიური ხერხემალია. კომპანიის კერძო შეფასების მასშტაბურმა ზრდამ მისი აქტივების ფასიც მნიშვნელოვნად გაზარდა. დღეს მისი ქონება, სხვადასხვა შეფასებით, 35 მილიარდ დოლარს უახლოვდება, რაც მას გლობალურ AI ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ფიგურად აქცევს.

3. დარიო ამოდეი - Anthropic | ~$7 მილიარდი

Anthropic-ის ლიდერი და Claude-ის მოდელების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. OpenAI-დან წამოსვლის შემდეგ, დარიო ამოდეიმ მოახერხა, შეექმნა კონკურენტუნარიანი ეკოსისტემა, რომელმაც მსხვილი ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, თავად დამფუძნებელს კი დაახლოებით 7-მილიარდიანი ქონება მოუტანა.

4. დანიელა ამოდეი - Anthropic | $5 - $7 მილიარდი

დანიელა ამოდეი, Anthropic-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი მეოთხე ადგილს იკავებს. ძმასთან, დარიოსთან ერთად, ის მართავს კომპანიას, რომელიც AI-ის უსაფრთხოებასა და ეთიკაზე აკეთებს აქცენტს. მისი ფინანსური პორტფელი დღეს 5-დან 7 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

რეიტინგის შედგენისას ისეთი კომპანიები განიხილება, რომელთა ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის უდიდესი ნაწილი პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის მოდელებიდან მოდის და არა AI-ის მიწოდების ჯაჭვის სხვა სფეროებიდან – კერძოდ, მონაცემთა ცენტრებიდან და ნახევარგამტარებიდან. შესაბამისად, სიიდან გამოირიცხნენ მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებლები, როგორებიც არიან ილონ მასკი (Tesla, SpaceX), ლარი პეიჯი (Google), ჯეფ ბეზოსი (Amazon), მარკ ცუკერბერგი (Meta) და ჯენსენ ჰუანგი (Nvidia).

5. სემ ოლტმენი - OpenAI | $2 - $5 მილიარდი

ხუთეულს ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფიგურა, სემ ოლტმენი ხურავს. წლების განმავლობაში ოლტმენი აცხადებდა, რომ კომპანიაში პირდაპირი წილი არ ჰქონდა, თუმცა 2026 წლისთვის გასაჯაროებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მისი აქტივები სოლიდურ ციფრებს აღწევს. მართალია, OpenAI-ის რთული კორპორაციული სტრუქტურა მისი ქონების ზუსტ შეფასებას კვლავ ართულებს, თუმცა მეტად სავარაუდოა, რომ სტარტაპერი რამდენიმე მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

დინამიკა: როგორ გადანაწილდა ძალები?

2026 წლის მთავარი სიურპრიზი ჩინური ტექნოლოგიური გარღვევა აღმოჩნდა. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ლიანგ ვენფენის ქონება 16-17 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. თუმცა, DeepSeek-ის ბუმმა და წარმატებულმა საინვესტიციო რაუნდებმა მისი კაპიტალი თითქმის გააორმაგა, რამაც მას საშუალება მისცა, გადაენაცვლებინა პირველ ადგილზე და სილიკონის ველის გიგანტები უკან ჩამოეტოვებინა.

პარალელურად, OpenAI-ისა და Anthropic-ის მუდმივი განვითარება უზრუნველყოფს იმას, რომ ამ კომპანიების დამფუძნებლები პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდ. კორეასთან, აზერბაიჯანთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - შევცოვი

თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდ. კორეასთან, აზერბაიჯანთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - შევცოვი

BM.GE

10-კაციანი ღონისძიებებიდან საერთაშორისო პროექტებამდე - როგორ იქცა "ჩაიდანი" აჭარის ივენთ-ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად

10-კაციანი ღონისძიებებიდან საერთაშორისო პროექტებამდე - როგორ იქცა "ჩაიდანი" აჭარის ივენთ-ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად

BM.GE

ავიაციის სააგენტომ ახალი საფრენი მოედანი "ამბასადორი კაჭრეთი" დაარეგისტრირა

ავიაციის სააგენტომ ახალი საფრენი მოედანი "ამბასადორი კაჭრეთი" დაარეგისტრირა

BM.GE

"რუსთავქალაქობაზე" წელს ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარის დახარჯვა იგეგმება | რა იგეგმება?

"რუსთავქალაქობაზე" წელს ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარის დახარჯვა იგეგმება | რა იგეგმება?

BM.GE