მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის
მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის

მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 20:43|bm.ge

მთავრობა 2026 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მედიასთან განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე გამოეხმაურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუმჯობესებას და თქვა, რომ პროგნოზს ფინანსთა სამინისტროც გადახედავს. ახალი ნიშნული 6.8% იქნება.

"თუ შევხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს, ყველა მათგანმა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაზარდა. ბოლოს იყო მსოფლიო ბანკი, რომელმაც წინა 5%-იანი პროგნოზი და 7%-მდე გაზარდა. თუმცა პროგნოზს გადახედა და 6.5%-მდე გაზარდა პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე, ამავე მაჩვენებელზეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაც. შესაბამისად, ეს პროგნოზები სრულ თანხვედრაშია იმ მონაცემებთან, რაც წარმოდგენილია 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. 2026 წლის მონაცემებით, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ზრდის პროგნოზი 6.8%-ია და ვფიქრობ, ეს ის რეალისტური პროგნოზია, რაც წლის ბოლოსთვის გვექნება. შესაძლებელია უფრო მაღალიც იყოს, თუმცა ბიუჯეტს 6.8%-იან პროგნოზზე ვგეგმავთ", - თქვა კაკაურიძემ.

აღსანიშნავია, რომ 7 სექტემბერს გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წარდგენისას ამბობდა, რომ რეალური ზრდა წელს 6.5-7% იქნებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდაიმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ცენტრალური აზიის რომელმა ქვეყნებმა გაამკაცრეს რუსეთის საზღვარზე საკარანტინო კონტროლი?

ცენტრალური აზიის რომელმა ქვეყნებმა გაამკაცრეს რუსეთის საზღვარზე საკარანტინო კონტროლი?

BM.GE

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - კობახიძე

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - კობახიძე

BM.GE

ბოლო 5 წელიწადში სწრაფი ეკზრდა თუ ვინმეზე შეიძლება იყოს დაყვანილი, ეს ბიძინა ივანიშვილია | პრემიერი

ბოლო 5 წელიწადში სწრაფი ეკზრდა თუ ვინმეზე შეიძლება იყოს დაყვანილი, ეს ბიძინა ივანიშვილია | პრემიერი

BM.GE

„უფრო სწორი იქნება ჯამურ ინვესტიციებს შევხედოთ“ - კაკაურიძე განმარტავს, რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

„უფრო სწორი იქნება ჯამურ ინვესტიციებს შევხედოთ“ - კაკაურიძე განმარტავს, რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

BM.GE