მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა გაყიდის ღვინოებს ნაპოლეონის, სტალინის, ნიკოლოზ II-ის უნიკალური კოლექციიდან - რა ვიცით?
მთავრობა გაყიდის ღვინოებს ნაპოლეონის, სტალინის, ნიკოლოზ II-ის უნიკალური კოლექციიდან - რა ვიცით?

მთავრობა გაყიდის ღვინოებს ნაპოლეონის, სტალინის, ნიკოლოზ II-ის უნიკალური კოლექციიდან - რა ვიცით?

BM.GE29 მაისი, 2026, 20:24|bm.ge

საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, არსებულ “ღვინის ქარხანა №1”-ის სარდაფში დაცული რარიტეტული ღვინოების უნიკალური კოლექცია გადაეცა, რომელიც 20,000-მდე ეგზემპლარს აერთიანებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ამ კოლექციის სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ შეირჩევა უნიკალური ლოტები, რომლებიც აუქციონებზე გავა.

ენოთეკის ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. კოლექცია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და მასში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტთან, ალექსანდრე მესამესთან, ნიკოლოზ მეორესთან, იოსებ სტალინთან და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები.

წინასწარ უცნობია კოლექციის რა ნაწილი შეიძლება განთავსდეს აუქციონებზე, ამისთვის ჯერ სააგენტომ ნიმუშები უნდა შეისწავლოს და სრულად აღწეროს - დაადგინოს მათი გამოშვების წელი, მოახდინოს ბრენდის და კოლექციის იდენტიფიკაცია. მთავრობის ინფორმაციით, უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოდგენილი ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოტებად იქცეს.

„ეს უნიკალური სივრცე ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს ინახავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოს მნიშვნელობას.

სწორედ ღვინის წარმოების უძველესმა ტრადიციამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო რუკაზე და საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დღეს ჩვენ იმ პროცესის მონაწილეები ვართ, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის უნიკალური კულტურის მატარებელ ქვეყანას, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩენს”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებულ ენოთეკაში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება. კოლექცია ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს აერთიანებს. აქვე დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინის და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები.

აღსანიშნავია, რომ „ღვინის ქარხანა №1“ XIX საუკუნის ეროვნული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია, რომლის მშენებლობაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა. ენოთეკა, რომელიც ამ ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს, საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს და ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, „შატო იკემის“ პრეზიდენტი პიერ ლურტონი, საერთაშორისო სააუქციონო სახლებისა და მედიის წარმომადგენლები, ღვინის უცხოელი კოლექციონერები, ასევე საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE