მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის
მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის

მთავრობა თბილისის გეზის მიმდებარედ 54,769 კვ.მ-ის მიწას ₾4.9 მილიონად ყიდის

BM.GE24 ივლისი, 2026, 00:40|bm.ge

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 54 769 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ობიექტის საწყისი ფასი 4.93 მილიონი ლარია.

საპრივატიზაციო ქონება თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან (გეზი) დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს. მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 81.10.39.1040, ხოლო აუქციონის საგარანტიო თანხა 493 ათას ლარს შეადგენს.

ქონების აღწერილობის მიხედვით, ნაკვეთის ფართობი მთლიანად 54 769 კვ.მ-ს შეადგენს, შესაბამისად ერთი კვადრატული მეტრის სააუქციონო ფასი 90 ლარს შეადგენს ($34.2 დოლარი).

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა საპრივატიზაციო თანხა 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ასევე, გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად სახელმწიფო სერვისების შესაბამის სამსახურს აუქციონის დასრულებიდან 45 დღის ვადაში უნდა მიმართოს.

სააგენტოს ინფორმაციით, მიწის ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, ასევე ობიექტი მდებარეობს თბილისის და ვაზიანის აეროპორტების დაცვის ზონაში, რაც ადგილზე მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას ზღუდავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • კახა კალაძე: დღეს, უბრალოდ ხელს კი არ ვაწერთ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ ტრამვაის ხაზის პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროსრუსთავი 2
  • კახა კალაძე: დღეს, უბრალოდ ხელს კი არ ვაწერთ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ ტრამვაის ხაზის პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროსიმედი
  • თბილისში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

აიღე თანხა დღეს, დაიწყე გადახდა ნოემბრიდან - "ევროკრედიტის" ახალი აქცია ავტოსესხზე

BM.GE

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE