მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა ვაზიანის აეროპორტის დაფინანსების მოდელს განიხილავს|პრემიერის განმარტება
მთავრობა ვაზიანის აეროპორტის დაფინანსების მოდელს განიხილავს|პრემიერის განმარტება

მთავრობა ვაზიანის აეროპორტის დაფინანსების მოდელს განიხილავს|პრემიერის განმარტება

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 16:31|bm.ge

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა, რა ფორმით დაფინანსდება პროექტი.

BMG-იმ პრემიერს ჰკითხა - რატომ არ არის გათვალისწინებული ვაზიანის აეროპორტის პროექტის ხარჯები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში, რაზედაც კობახიძემ უპასუხა, რომ მასშტაბური პროექტბის დაფინანსების მოდელის განსახილველია. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს, როგორც კერძო ინვესტიცია, ისე მთლიანად სახელმწიფო დაფინანსება ან შერეული მოდელი.

"ამაზე ჩამოსაყალიბებელია საბოლოო პოზიცია, მათ შორის ჩამოსაყალიბებელია პოზიცია პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციების საფუძველზე. სამივე შესაძლო მოდელი განიხილება ამ ეტაპზე, როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე მთლიანად კერძო ინვესტიციის განხორციელება, ასევე შერეული ფორმით განხორციელება. კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამაზე.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მშენებლობის დაწყება უშუალოდ დაგეგმილია მომავალი წლის დეკემბრიდან, შესაბამისად, მომავალ წელს ხარჯები ასე თუ ისე არ იქნება გაწეული უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ დეკემბერში იქნება პირველადი, ასე ვთქვათ, ხარჯები გათვალისწინებული. დანარჩენი, გაგრძელდება პროცესები, მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა",- ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ვაზიანის აეროპორტის ტენდერი სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება: "ვინც შემოგვთავაზებს საუკეთესო პირობებს, ის მხარე იქნება გამარჯვებული. ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არაა. ის 2025 წლის კაპიტალური პროექტების ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და ვაზიანის აეროპორტის შესახებ მითითებული იყო, რომ პროექტში სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯები 2025-2028 წლებში 340 მილიონი ლარი იქნებოდა, თუმცა 2026 წლის კაპიტალურ პროექტებში ახალი აეროპორტის პროექტზე თანხები გათვალისწინებული არ იყო და ანალოგიურად ის არც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არ წერია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • ALDE საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირებას​ ითხოვს - "ქართული ოცნება" ალიანსს უსაფუძვლო კრიტიკასა და ზეწოლაში ადანაშაულებსრუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდაიმედი
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავარი კითხვაა - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?! შეიძლება, ვიღაცისთვის ადგილს ათავისუფლებენ|რომან გოცირიძე

მთავარი კითხვაა - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?! შეიძლება, ვიღაცისთვის ადგილს ათავისუფლებენ|რომან გოცირიძე

BM.GE

სრულიად ახალი iX4 მალე BMW საქართველოს შოურუმში გამოჩნდება

სრულიად ახალი iX4 მალე BMW საქართველოს შოურუმში გამოჩნდება

BM.GE

ივანიშვილისთვის ეს საინტერესო არ არის, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა | ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციებზე

ივანიშვილისთვის ეს საინტერესო არ არის, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა | ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციებზე

BM.GE