მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ 2025 წელს დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა ₾15.7 მლნ-მდე გაზარდა
მთავრობამ 2025 წელს დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა ₾15.7 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ 2025 წელს დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა ₾15.7 მლნ-მდე გაზარდა

BM.GE8 მაისი, 2026, 14:49|bm.ge

მთავრობამ გასულ წელს, დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა 15 750 000 ლარამდე გაზარდა და მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი გააფართოვა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 1 მაისის დოკუმენტით ცვლილება შევიდა 2026 წლის 19 მარტის განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ოჯახები 30 000-დან 50 000 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ. მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, წელს თავდაპირველად 10,4 მლნ ლარი გამოყო, რომელიც ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებზე უნდა განაწილებულიყო.

ახალი დოკუმენტის მიხედვით კი კომპენსაციებს გურიასთან ერთად, იმერეთის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახებიც მიიღებენ. 15 750 000 ლარი მუნიციპალიტეტებზე ასე ნაწილდება:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს − 4 900 000 ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 2 250 000 ლარი;

გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს − 3 250 000 ლარი;

დ) ხონის მუნიციპალიტეტს – 30 000 ლარი;

ე) სამტრედიის მუნიციპალიტეტს 1 630 000 ლარი; ლარი;

ვ) ვანის მუნიციპალიტეტს – 510 000 ლარი;

ზ) ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 1 020 000 ლარი;

თ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – 380 000 ლარი;

ი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 630 000 ლარი;

კ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 50 000 ლარი;

მ) ხობის მუნიციპალიტეტს – 210 000 (ორას ათი ათასი) ლარი;

ნ) აბაშის მუნიციპალიტეტს – 420 000 ლარი.

საკომპენსაციო თანხად ერთ ოჯახზე განისაზღვრა:

50 000 ლარის ოდენობით - თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;

30 000 ლარის ოდენობით - თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ გაასხვისა, ასევე, თუ 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ, დაზიანებული სახლის მესაკუთრე, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.

„ამ განკარგულების ფარგლებში გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანოსათვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან“, - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, გურიაში, დიდთოვლობით დაზარალებულთა დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან გასული წლის ზაფხულის მიწურულსაც გამოიყო თანხა. მაშინ ₾11.7 მლნ-ის ოდენობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →ოჯახის →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE