მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ აიპ სოფლის განვითარების სააგენტოს გამგეობის შემადგენლობა განსაზღვრა - ვინ არიან წევრები?
მთავრობამ აიპ სოფლის განვითარების სააგენტოს გამგეობის შემადგენლობა განსაზღვრა - ვინ არიან წევრები?

მთავრობამ აიპ სოფლის განვითარების სააგენტოს გამგეობის შემადგენლობა განსაზღვრა - ვინ არიან წევრები?

BM.GE9 მაისი, 2026, 03:21|bm.ge

მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს გამგეობის შემადგენლობა განსაზღვრა. 30 აპრილს, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ცვლილება შევიდა 2011 წლის 17 დეკემბრის 2471-ე განკარგულების მეორე პუნქტში, რომელიც სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარეს და წევრებს ადგენს.

2026 წლის 874-ე განკარგულებიდან ვიგებთ, რომ სააგენტოს გამგეობა 8 წევრისგან შედგება, რომლის თავმჯდომარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იქნება. გამგეობაში წევრებად იქნებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

წევრები იქნებიან ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, ზურაბ ეზუგბაია, გიორგი წკრიალაშვილი, ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი.

ცნობისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციირებულ პროგრამებს/პროექტებს ახორციელებს.

1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს ნერგავს, რომლის მიხედვით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ ანუ საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ჩაანაცვლებს.

ცალკეული პროგრამებიდან ერთიან მოდელზე გადასვლა - ეს მთავარი სისტემური ცვლილებაა, რასაც მთავრობის აგროსექტორის მხარდამჭერი ახალი პროგრამა ითვალისწინებს. ამიერიდან სახელმწიფო პროექტებს არა ცალკეული კომპონენტების მიხედვით დააფინანსებს, არამედ მთლიანად პროექტის თანადაფინანსებაში შევა. აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პროექტებში მაქსიმუმ 2 მილიონი და მინიმუმ 100 ათასი ლარის ინვესტიციით მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE