მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ Eagle Hills-ს გონიოში 2.6 მილიონი კვადრატული მეტრი გადასცა
მთავრობამ Eagle Hills-ს გონიოში 2.6 მილიონი კვადრატული მეტრი გადასცა

მთავრობამ Eagle Hills-ს გონიოში 2.6 მილიონი კვადრატული მეტრი გადასცა

BM.GE13 ივლისი, 2026, 13:34|bm.ge

საქართველოს მთავრობამ კომპანია "იგლ ჰილს საქართველოს" გონიოში მიწები უზურფუქტით გადასცა - ამის შესახებ უძრავი ქონების რეესტრზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომლის თანახმადაც ოთხი მიწის ნაკვეთი რომელთა ჯამური ფართობიც 2,588,888 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომპანიას 2-წლიანი უზურფუქტის უფლებით გადაეცა.

შესაბამისად, მიწების უზურფუქტით მიღების შემდეგ "იგლ ჰილს საქართველოს" ადგილზე განაშენიანების პროექტის მომზადების დაწყება შეეძლება. ტერიტორია მოიცავს გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონს, ზღვის სანაპიროს და მდინარე ჭოროხის ნაპირს.

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი ასე ნაწილდება:

• გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (260 ჰექტარი):პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას. • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.

2-წლიანი უზურფუქტით გადაცემული მიწის ნაკვეთები:

რა არის უზურფუქტი:

უძრავი ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, თუმცა მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.

შესაბამისად, უზურფუქტის პირობით, Eagle Hills-ს ამ ქონების გასხვისების ან მისი საბანკო კრედიტისთვის დაგირავების უფლება არ აქვს.

საწყის ეტაპზე უზურფუქტის ვადიანობა 2 წელს შეადგენს. ის მომავალში შესაძლოა გახანგრძლივდეს ან შეიცვალოს მიწის სრულ საკუთრებაში გადაცემით.

კომპანიის აქციონერები:

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის აპრილში, სახელმწიფოსთან გაფორმებული საინვესტიციო მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნდა. კომპანიაში სახელმწიფო 33.33%-ს ფლობს, 66.67%-ის მფლობელია იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის რეგისტრირებული.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო 4 წევრისგან შედგება, მათ შორისაა კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; მისი შვილი რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი; კომპანიის დირექტორი ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი, ხოლო საქართველოს მთავრობას, როგორც კომპანიის აქციონერს სამეთვალყურეო საბჭოში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი წარმოადგენს.

გონიოს პროექტი მოიცავს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნური აკვატორიის მოწყობას, სადაც იახტ კლუბი და მის გარშემო სასტუმროები, საზოგადოებრივი ობიექტები და მაღალი კლასის აპარტამენტები აშენდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

HT Solutions-მა მეშვიდედ გააერთიანა საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა - Change Inspire 2026-ზე

HT Solutions-მა მეშვიდედ გააერთიანა საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა - Change Inspire 2026-ზე

BM.GE

„ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს - ახალი ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

„ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს - ახალი ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

BM.GE

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ღირებულება აშშ-ირანის შეტაკების ფონზე?

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ღირებულება აშშ-ირანის შეტაკების ფონზე?

BM.GE

27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ყველაზე სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება - ფრენკ მერეიდე

27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ყველაზე სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება - ფრენკ მერეიდე

BM.GE