მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ეკლესიას 5 600 კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთები და ფართი 1-1 ლარად გადასცა, ხოლო 12 224 კვ.მ მიწა უსასყიდლოდ
მთავრობამ ეკლესიას 5 600 კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთები და ფართი 1-1 ლარად გადასცა, ხოლო 12 224 კვ.მ მიწა უსასყიდლოდ

მთავრობამ ეკლესიას 5 600 კვ.მ-მდე ფართობის მიწის ნაკვეთები და ფართი 1-1 ლარად გადასცა, ხოლო 12 224 კვ.მ მიწა უსასყიდლოდ

BM.GE23 მაისი, 2026, 04:00|bm.ge

მთავრობამ ეკლესიას 5600 კვ/მ-მდე არასასოფლო-სამეურნეო მიწის რამდენიმე ნაკვეთი და ფართი 1-1 ლარად გადასცა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად გადაეცემა:

1. თბილისში გადაეცემა 3484 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი ვაზისუბნის დასახლებაში, მახათას ტაძრის და სამხედრო ნაწილის მიმდებარედ.

2. თბილისში ფანასკერტელის ქუჩა 14-ის მიმდებარედ არსებული 21 და 59 კვ/მ მიწის ნაკვეთები;

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა სიმონეთში, 35-ე ქუჩაზე მდებარე 2000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი;

4. ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 352 კვ.მ ფართი

გარდა ამისა, ერთ-ერთი განკარგულების თანახმად, ეკლესიას 99 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა 12 224 კვ.მ ფართობის მიწა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება“, - წერია განკარგულებებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE