
მთავრობამ კომპანია „სოლიდუსს“ სპეციალური საწარმოს სტატუსი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა
მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსი კომპანია „სოლიდუსაც“ გაუხანგრძლივა.
კომპანია „ჯვარი“ სპეციალური საწარმოს სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთში საბურავების გაყიდვას გეგმავს
დოკუმენტის მიხედვით, სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად გაცემული სპეციალური თანხმობის მოქმედების ვადა „სოლიდუსს“ 1 წლის ვადით გაუხანგრძლივდა და განკარგულება ძალაში 18 ოქტომბრიდან შევიდა.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლისა და „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, შპს „სოლიდუსს“ (ს/ნ: 404882089) 1 (ერთი) წლის ვადით გაუგრძელდეს სპეციალური თანხმობის მოქმედების ვადა ამავე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე“, - წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობა კომპანია „სოლიდუსს“ 3 თვის ვადით გაუხანგრძლივა.
12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. საწვავს ოკუპირებულ რეგიონში სწორედ კომპანია „სოლიდუსი“ ყიდდა.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „სოლიდუსი“ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი არველაძეა.
BM.GE
წყარო: bm.ge