მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისა და სწავლის წესები შეცვალა - ახალი დადგენილება
მთავრობამ უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისა და სწავლის წესები შეცვალა - ახალი დადგენილება

მთავრობამ უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისა და სწავლის წესები შეცვალა - ახალი დადგენილება

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 16:10|bm.ge

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის, სწავლისა და სტატუსის მართვის წესებს ადგენს.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების უმეტესი ნაწილი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა და 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება, ხოლო ენის ცოდნის სავალდებულო გამოცდების/სერტიფიცირების მუხლი 2027-2028 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

ახალი წესის მიხედვით, 2027-2028 სასწავლო წლიდან უცხოელმა აპლიკანტმა უნივერსიტეტს უნდა წარუდგინოს ენის ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატი ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ენის გამოცდა (ქართულენოვან პროგრამებზე - სახელმწიფო ენის გამოცდა).

დაწესდა ენის ფლობის მინიმალური ზღვრები:

• B1 დონე - საბაკალავრო, ვეტერინარიის, დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგის პროგრამებისთვის; • B2 დონე - სამაგისტრო პროგრამებისთვის.

წარდგენილი საერთაშორისო სერტიფიკატი უნდა იყოს მოქმედი, ხოლო თუ მასზე ვადა მითითებული არ არის გაცემიდან 3 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

სწავლის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა ან უნივერსიტეტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ხარისხის ცენტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორს უფლება აქვს სტუდენტი ჩარიცხოს წლის განმავლობაში ორ კონკრეტულ ფანჯარაში:

• 1 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით; • 15 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.

დადგენილება მკაცრად არეგულირებს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და მისი ბინადრობის უფლების კავშირს:

• სტატუსის შეჩერება: უნივერსიტეტი ვალდებულია სტუდენტს შეუჩეროს სტატუსი, თუ მან ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წლის მაქსიმალური კრედიტების 1/3-ზე მეტი ვერ დააგროვა; • ქვეყანაში ყოფნის ვადის შეწყვეტა: თუ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა და 90 დღე გავიდა, ან მან შეწყვიტა/დაასრულა სწავლა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლება აქვს გაუქმოს მისი D6 საიმიგრაციო ვიზა ან ბინადრობის ნებართვა; • სტატუსის შეწყვეტა: უნივერსიტეტს უფლება აქვს სტუდენტს საბოლოოდ შეუწყვიტოს სტატუსი, თუ მას გაუუქმდა საქართველოში ყოფნის ვადა ან მიიღეს გადაწყვეტილება მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ.

სტუდენტების შესახებ მონაცემების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხაობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE