მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა - რამდენად გაიზარდა ფასი
მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა - რამდენად გაიზარდა ფასი

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა - რამდენად გაიზარდა ფასი

BM.GE1 ივნისი, 2026, 21:25|bm.ge

საქართველოს მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული კონსოლიდირებული ტენდერიდან ირკვევა. რეგულარზე, პრემიუმსა და სუპერზე მთავრობას ფასები ივნისში მაისთან შედარებით ლიტრზე 14 თეთრით გაუძვირდა, ომის დაწყებიდან რეგულარი და პრემიუმი 1.02 ლარით, ხოლო სუპერი 1.06 ლარით გაძვირდა.

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", ხოლო ევრო დიზელსა და სუპერს "ვისოლისგან".

• რეგულარი — 3.28 ლარი; ფასის ზრდა ერთ თვეში: 0.14 ლარი; ფასის ზრდა ომის დაწყების შემდეგ: 1.02 ლარი; • პრემიუმი — 3.31 ლარი; ფასის ზრდა ერთ თვეში: 0.14 ლარი; ფასის ზრდა ომის დაწყების შემდეგ: 1.03 ლარი; • სუპერი — 3.62 ლარი; ფასის ზრდა ერთ თვეში: 0.14 ლარი; ფასის ზრდა ომის დაწყების შემდეგ: 1.06 ლარი.

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებისგან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.

მაისში Platts-ის ფასი 1127 დოლარამდე გაიზარდა (თებერვალში 686 დოლარი; მარტში 974 დოლარი; აპრილში 1060 დოლარი), რამაც კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა განაპირობა.

რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ რეგულარის ფასი ლიტრზე 3.53-3.65 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.68-3.79 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 4.13-4.19 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • AXIOS: ნეთანიაჰუმ ვენსს ისრაელის მთავრობის მიმართ მისი კრიტიკის გამო დაუპირისპირდაიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • უკრაინის მთავრობამ სიბიგა საგარეო მინისტრად, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრად დანიშნაფორმულა
  • მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდარუსთავი 2
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE