მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 23:51|bm.ge

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს, მინსკში, პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

"ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.

ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა​რუსთავი 2
  • კობახიძე ხსნის, რატომ არ წავიდა მთავრობა ბრიუსელის მინისტერიალზეტვ პირველი
  • ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებსფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
მთავრობამ →

მსგავსი სტატიები

ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი - რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ენერგეტიკის სექტორში ახალი აუქციონი?

ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი - რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ენერგეტიკის სექტორში ახალი აუქციონი?

BM.GE

"10 წელია, გუდაურის ტრასები ქვებისგან არ გაუწმენდიათ...MTA-ის ახალი მენეჯმენტი 24 საათი მუშაობს|მირანდა ესაკია

"10 წელია, გუდაურის ტრასები ქვებისგან არ გაუწმენდიათ...MTA-ის ახალი მენეჯმენტი 24 საათი მუშაობს|მირანდა ესაკია

BM.GE

მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3 მლნ-მდე გაიზარდა

მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

20 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

20 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE