მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორებს 1 ლარად გადაეცემათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორებს 1 ლარად გადაეცემათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორებს 1 ლარად გადაეცემათ

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 03:39|bm.ge

მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაზმომარაგების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზის ინფრასტრუქტურის პრივატიზება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად განხორციელდება.

კერძოდ, 4 სექტემბრის განკარგულებაში წერია, რომ „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „კ“ქვეპუნქტების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის (ინფრასტრუქტურის) განთავსებისსალიცენზიო არეალში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მის მიმდებარე სალიცენზიო არეალში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრისათვის, ბუნებრივი გაზისგამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ განაწილების საქმიანობის განხორციელების მიზნით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ შექმნილი და სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემული, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის პირდაპირი მიყიდვის ფორმითპრივატიზებისას, საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ აშენებული და სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა იმ კერძო კომპანიებს (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს), რომლებიც შესაბამის სალიცენზიო არეალში განაწილების საქმიანობას ახორციელებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE