მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცხეთის არჩეულმა მერმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
მცხეთის არჩეულმა მერმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

მცხეთის არჩეულმა მერმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 01:27|bm.ge

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გოგი აბუაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.

მერის გადადგომას წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება. 17 სექტემბერს ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასა და მერის ანგარიშგებაზე პოსტი გამოაქვეყნა.

ხუნდაძის თქმით, მცხეთის მერმა ადგილობრივი დეპუტატების მიერ დასმულ ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა, რამაც მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა:

„მცხეთაში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, ჩემ მიერ თვეების წინ გამოხატული უკმაყოფილება, დღეს, მერის ანგარიშის შემდეგ საკრებულომაც დაადასტურა. ადგილობრივი დეპუტატების მხრიდან პრობლემურ საკითხებზე დასმული კითხვებიდან, მერმა ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო და არ ვაპირებ დიდხანს, გულგრილად ვუყურო ამ პროცესს!“ - წერდა დიმიტრი ხუნდაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE