
მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს წარმოება შეუჩერდა | სეს
BM.GE|bm.ge
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი (ლ. ა.) უკანონო საქმიანობას ეწეოდა.
ფაქტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.
მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს და დალუქეს კუსტარული სასაკლაო და საყინულე მაცივარი, რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი იყო მოთავსებული.
კანონმდებლობის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge